გელა სულთანიშვილი

ლექტორი და Microsoft-ის Software Engineer

გამოცდილება

  • Software Engineer

  • Software Engineer

72 ლექცია
144 საათი
6 თვე

ღირებულება

თვეში 670₾ 8 თვის განმავლობაში

20 მარ 2023

თავისუფალია

დამატებითი კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:

მისამართი

Chavchavadze str. 37M, Axis Towers Tbilisi, 0165

ელ.ფოსტა

hello@digitalinstitute.ge

ტელეფონი

+995 558 23 58 12

სამუშაო საათები

ორშ - პარ(10:00 - 19:00)

კურსის მიმოხილვა  

დღეს Backend Development-ი ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და მაღალანაზღაურებად ინდუსტრიად გვევლინება არა მხოლოდ უცხოეთში, არამედ საქართველოშიც რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი Microsoft-ის მიერ 2002 წელს შექმნილმა Cross-Platform Framework-მა .NET core-მა განაპირობა. .NET core კომპანია Microsoft-ის ოფიციალური პროდუქტია, რომელიც არის უფასო, მრავალპლატფორმული, ღია კოდის დეველოპერის პლატფორმა მრავალი სხვადასხვა ტიპის აპლიკაციის შესაქმნელად. .NET პლატფორმაზეა შექმნილი ცნობილი პროდუქტები: Stack Overflow, UPS ვებგვერდი და სხვა. .net-ის უკან Microsoft დგას და ამ პლატფორმის დახმარებით, დღესდღეობით უამრავი Web, Enterpise, Desktop და Mobile აპლიკაცია იქმნება. 

.NET Core-ს წამყვანი ტექნოლოგიური როლი უჭირავს ძალიან ბევრ ტოპ კორპორაციაში, რადგანაც ფუნქციონალურად ძალიან მდიდარი, საიმედო და სწრაფად განვითარებადი Framework-ია. .Net Core არ არის შეზღუდული მხოლოდ ერთი პროგრამირების ენითა და პარადიგმით, არამედ ის მხარს უჭერს ისეთ ენებს როგორიცაა: C#, F#, Visual Basic.  

.NET-ს აქვს სრულყოფილი, ოფიციალური დოკუმენტაცია, რომელიც მუდმივად განახლების პროცესშია. ჰყავს ასევე ძლიერი Community. ინტერნეტში არის ბევრი ღია რესურსი ამ ინსტრუმენტის შესახებ. .NET-ზე მუშაობისას, თქვენ შეხება გექნებათ ერთ-ერთ ყველაზე კარგ სამუშაო გარემოსთან Visual Studio-სთან. ეს არის ძვირადღირებული პროგრამა, რომელიც სტუდენტებისათვის უფასოა. სწავლის დროს უფასოდ ისარგებლებთ Microsoft-ის სერვერული პაკეტით DreamSpark for Students.  

კურსის განამავლობაში .NET Core-ის გამოყენებასთან ერთად შევისწავლით პროგრამირების ენა C#-ს. C# ყველაზე ხშირად გამოყენებადი ენაა .NET-ის სამყაროში. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ენაა არამხოლოდ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გარდა იმისა, რომ C#-ის გამოყენებით შეგვიძლია შევქმნათ .NET Core-ის მიერ მხარდაჭერილი ყველა ტიპის აპლიკაცია, ამასთანავე, C# გამოიყენება გეიმინგ ძრავა Unity-ში, რომელიც გეიმინგ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ძრავია. C#-ის შემქმნელი და მთავარი კონტრიბუტორი არის კომპანია Microsoft-ი. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის ყველა მთავარი პლატფორმა შექმნილია C# პროგრამირების ენაზე, ისინი ყოველდღიურად ცდილობენ, რომ ენა განავითარონ, მოარგონ უახლეს სტანდარტებს და უპასუხონ ყოველდღიურ გამოწვევებს. 

საკურსო მასალა შემუშავებულია საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით. ის მოიცავს, როგორც C#-ისა და .NET Core-ის, ასევე ზოგადი პროგრამირების საფუძვლებს. კურსი შედგება არაერთი საინტერესო პრაქტიკული დავალებისგან, რომლებიც ორიენტრებულია C#-ის სინტაქსისა და საბაზისო ალგორითმების შესწავლაზე.  

კურსი მოიცავს 72 ლექციას 6 თვის განმავლობაში. ლექციების ფორმატი არ იქნება სტანდარტულ-აკადემიური მონოლოგური სტილის, არამედ მთავარი აქცენტი გაკეთდება სტუდენტებთან კომუნიკაციასა და კოლაბორაციაზე, რისი მიზანიც სტუდენტების მაქსიმალურად ჩართულობაა ლექციის განმავლობაში.  

კურსი ორიენტირებულია პროგრამირების საწყისების საფუძვლიანად შესწავლასა და დეველოპერისათვის აუცილებელი უნარების განვითარებაზე. კურსის განმავლობაში სტუდენტების შექმნიან 6 Backend ტიპის პროექტს, რომელსაც GitHub-ში ატვირთავენ და ეს იქნება მტკიცებულება დამსაქმებლებისთვის, რომ სტუდენტმა არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკის დონეზე იცის მოცემული Framework და მასთან დაკავშორებული ყველა ტექნოლოგია. პროექტები ერთმანეთისგან განსხვავებულია და აქცენტირებულია Backend-ის ძირითადი პრინციპების შესწავლაზე.  

კურსის განმავლობაში შეძენილი ცოდნა და უნარები სტუდენტებს საშუალებას მისცემს რომ დამოუკიდებლად შექმნან .NET Core Backend აპლიკაციები. ალგორითმები, რომლებიც პრაქტიკულ დავალებებშია მოცემული, სტუდენტებს დაეხმარება, როგორც C#-ის სინტაქსის ათვისებაში, ასევე პრობლემების გააზრებასა და ოპტიმალური გზით გადაჭრაში, რაც აუცილებელია წარმადი სისტემების შესაქმნელად.  

კურსი ორიენტირებულია project based სწავლებაზე, რაც სტუდენტებს აძლევს საშუალებას, რომ მიიღონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ დაეუფლონ თითოეულ ხელსაწყოს და მასთან მუშაობას რეალურ სამუშაო პირობებში, რაც მათ საბოლოოდ დაეხმარება გახდნენ სრულფასოვანი Junion .NET core დეველოპერები.  

ყველა სტუდენტი სწავლის პარალელურად გაივლის კარიერის განვითარების პროგრამას, რომელიც შედგენილია უცხოელი პროფესიონალების მიერ, რომლებსაც ნამუშევარი აქვთ Goldman Sachs London IBS Group ში, McKinsey London Digital-ში, IBM-ის Digital გუნდში, Y Combinator-ის წევრ ტექ კომპანიებში. ხსენებული პროგრამა დაგეხმარებათ არამარტო უცხოეთში, არამედ საქართველოს ბაზარზე დასაქმებაშიც.

ყველა წარმატებულ კურსდამთავრებულს (ფინალურ გამოცდაში ვინც 70%-ს ან მეტს აიღებს) გამოეყოფა პერსონალური კარიერის მენეჯერი, რომლის სერვისებით სარგებლობასაც პირველი დამსაქმებლის მოძიებიდან 3 წლის განმავლობაში შეძლებთ, რაც ნიშნავს, რომ ეს პერსონალური კარიერის მენეჯერი დაგეხმარება მაშინაც, როცა შენი მეორე ან მესამე დამსაქმებლის მოძიებას დაიწყებ უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციაზე, რადგან შენი წარმატება ჩვენი წარმატებაა! 70%-იანი შეფასების მქონე სტუდენტები აგრეთვე ისარგებლებენ დასაქმების გარანტიით, რაც გულისხმობს, რომ კარიერის მენეჯერი ითანამშრომელებს მათთან იმ დრომდე, სანამ პირველ დამსაქმებელს არ მოიძიებენ და არ დასაქმდებიან წარმატებულად. 

კურსის გავლის შემდეგ 

  • გეცოდინებათ რა პროცედურების გავლა ხდება კოდის შექმნიდან მის აპლიკაციად გარდაქმნასა და კომპიუტერზე გაშვებამდე.
  • გექნებათ C# - ის საბაზისო ცოდნა.
  • შეგეძლებათ .NET Core Console და Web აპლიკაციების შექმნა.
  • შეგეძლებათ კოდის დებაგირება.
  • გეცოდინებათ საბაზისო ალგორითმები და შეგეძლებათ მათი წარმადობის შეფასება (Big O notation).
  • შეგეძლებათ ფაილურ სისტმაზე მუშაობა.
  • გექნებათ რეფაქოტრინგის პრაქტიკების ცოდნა Solid Principles-ების გამოყენებით.
  • პროექტებში გამოყენებული გექნებათ ძირითადი Design Pattern-ები. 
  • დამოუკედებლად შეძლებთ ალგორითმული ამოცანების ამოხსნას.
  • პროექტებში გამოვიყენებთ GitHub Version Control პლათფორმას, რაც გულისხმობს Git-ის საბაზისო ცოდნას.
  • გეცოდინებათ SQL საფუძვლები.
  • გექნებათ ADO.Net-თან და Entity Framework-თან მუშაობის გამოცდილება.
  • გეცოდინებათ Networking-ის საფუძვლები როგორიცაა, Transport Protocols, NAT, OSI Model, DNS Resolution.

ვისთვის არის კურსი 

  • კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს 0-დან შეაბიჯოს პროგრამირების სფეროში და დაეუფლოს Backend Development-ს .NET core-ის Framework-ის მიმართულებით და გახდეს Junior .NET core Backend Developer თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებით. კურსი ასევე განკუთვნილია დეველოპერებისთვის, რომლებიც სხვა ტექნოლოგიებზე მუშაობენ და აინტერესებთ .NET core. 
  • პროგრამული ენა C#, რომელსაც სტუდენტი ფლობს დამატებითად, ჩაითვლება უპირატესობად და დაეხმარება მას, ვისაც უნდა რომ დასაქმდეს ჯუნიორად, .NET core -ის ტექნოლოგიის ათვისებაში.
  • კურსი არ მოითხოვს გამოცდილებას მათემატიკაში.

დასაქმებაში ხელშეწყობა

  • გეძლევათ დასაქმების გარანტია ქართულ და უცხოურ ბაზარზე. Digital Institute იმ დრომდე ითანამშრომლებს თქვენთან, სანამ არ დაგასაქმებთ
  • გაივლი კარიერის განვითარების 24 მოდულიან პროგრამას, რომელიც შედგენილიია ქართველი და უცხოელი პროფესიონალების მიერ. 
  • გაივლი ტრენინგს როგორ დაწერო CV-ი Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით 
  • გაივლი ტრენინგს როგორ დაწერო Cover Letter-ი Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით 
  • გაივლი ტრენინგს როგორ გამართო და გამოიყენო Linked In-ის პლატოფრმა სამუშაოს და სხვადასხვა პროექტების მოსაძიებლად, პროფესიული კავშირების გასაზრდელად და ისწავლი პასიური და აქტიური დამსაქმებლების მოძიების ტექნიკებს. 
  • ისწავლი რას აქცევენ უცოხელი და ქართველი დამსაქმებლები ყურადღებას და როგორ მოვემზადოთ ინტერვიუსთვის 
  • ისწავლი როგორ წარმართო გაცნობითი და ტექნიკური ინტერვიუები წარმატებით და გაივლი ინტერვიუს ტრენინგს და სიმულაციებს 
  • როგორ წარმოაჩინო ინტერვიუზე ახლად მიღებული უნარჩვევები და ცოდნა 
  • გეცოდინება როგორ წარმართო დამსაქმებელთან ხელფასზე მოლაპარაკებები 
  • როგორ მოიძიო მაღალანაზღაურებადი პოზიცია ქვენების მიხედვით (მოიზრება მხოლოდ: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, ევროპის ქვეყნები და საქართველო) 
  • როგორ შეარჩიო დამსაქმებელი და სწორი პროექტი, რაც გამოცდილების კუთხით პროფესიულად გაგანვითარებს და შენს ღირებულებას გაზრდის როგორც დეველოპერის 
  • გამოგეყოფა პერსონალური კარიერის განვითარების მენეჯერი პირველი დამსაქმებლის მოძიებიდან 3 წლის ვადით, რომელიც მუდმივად დაგეხმარება დამსაქმებლების და პროექტების მოძიებაში, აპლიკაციების გადაგზავნაში, რეზიუმესა და ლინქდინის განახლებაში
  • გექნება აწყობილი 6 სრულფასოვანი ციფრული პროექტი, რომელიც იქნება შენი ცოცხალი მაგალითი და ნივთმტკიცება რომ .Net-ის და ზემოთხსენებული ტექნოლოგიებში პრაქტიკული გამოცდილებაც გაქვს და შეგეძლება შენს Github პორტფოლიოშიც ატვირთო.

პროფესიული უნარჩვევები:

პოზიცია

Junior .NET Developer

.NET დეველოპერის ხელფასი საქართველოში

კურსის დამთავრებიდან 1 წელში 3 000 - 4 000₾ Lower Middle Developer

კურსის დამთავრებიდან 2 წელში 4 000 - 6 000₾ Middle Middle Developer

კურსის დამთავრებიდან 3 წელში 5 000 - 8 000₾ Upper Middle Developer

კურსის დამთავრებიდან 4 წელში 6 000 - 10 000₾ Senior Developer

პროფესიონალური უნარები

  1. C#
  2. F#
  3. .NET Core Console
  4. Web Application
  5. Big O notation
  6. Solid Principles
  7. Design Pattern
  8. GitHub Version Control
  9. Git
  10. SQL
  11. ADO.Net
  12. Entity Framework
  13. Networking (Transport Protocols, NAT, OSI Model, DNS Resolution)

როგორ გამოიყურება შენი ფინალური პროექტი კურსის ბოლოს

გექნება აწყობილი 6 backend ტიპის პროექტი, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებულია და Backend-ის ძირითად პრინციპებს მოიცავს. თითოეული მათგანი იქნება პირველი სრულფასოვანი ციფრული პროექტი, რომელიც იქნება შენი ცოცხალი მაგალითი და ნივთმტკიცება, რომ .NET cote-სა და ზემოთხსენებულ ტექნოლოგიებში პრაქტიკული გამოცდილებაც გაქვს და შეგეძლება შენს Github პორტფოლიოშიც ატვირთო.

ინსტრუქცია სტუდენტებისთვის:   

ყურადღებით წაიკითხეთ მითითებული დავალების შესახებ ინფორმაცია.   

დავალების შესასრულებლად მოგეცემათ კონკრეტული დრო. პროექტის დავალებებზე უნდა იმუშაოთ დამოუკიდებლად და არ უნდა გაუზიაროთ თქვენი სამუშაო სხვა სტუდენტებს (აღნიშნული წესი მკაცრად გაკონტროლდება).   

პროექტზე მუშაობისას კონსულტირების საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ინსტრუქტორს სალექციო პროცესისას ან ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმის საშუალებით.   

ზოგადი ინფორმაცია 

საქართველოს ბაზარზე შეიქმნა კომპანია EShop, რომელსაც სურს იყოს ამ ქვეყანაში N1 ონლაინ ტექნიკის მაღაზია, რომელსაც ფიზიკური მაღაზია არ ექნება.  Სურს შექმნას უკვე არსებული რამდენიმე საუკეთესო ტექნიკის ვებსაიტის ანალოგი. Საიტი უნდა იყოს იმ დონის, რომ დააკმაყოფილოს ყველა თანამედროვე სტანდარტები. 

კომპანიის ბიზნეს მოდელი შემდეგია: 

კომპანიის ვებ აპლიკაცია შედგება სამი ნაწილისგან. Პირველია ბიზნესის თანამშრომლებისთვის(Admin), მეორე თავად ბიზნესის მფლობელისთვის, ანუ ჩვენი დამკვეთისთვის(Product Owner) და ბოლოს ასევე მომხარებლის(Buyer) მხარისთვის, რომელსაც თავისთავად პროდუქტის დათვალიერება, დაჯავშნა ყიდვა და გადახდა შეეძლება. სისტემის დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს B2B CMS  (Business-to-Business Content management system) ვებ გევრდების დიზაინს, მეორე ვებ აპლიკაცია განკუთვნილია მომხმარებლებისთვის სადაც მომხმარებლები შეძლებენ მათთვის სასურველი სასტუმროს მოძებნას და დაჯავშნას, ვებ გევდის დიზაინი უნდა აკმაყოფილებდეს B2C (Business-to-consumer) ვებ გვერდის სტანდარტებს.  

  • სისტემაში უნდა იყოს დანერგილი User management systems, რომლის საფუძველზე მომხარებლებს ექნაბათ შემდეგი სამი სტატუსისგან ერთ-ერთი. Product Owner, Admin, Buyer. 
  • თითოეულ მომხმარებელს შეეძლება სისტემაში შესვლა საკუთარი ინფორმაციის გამოყენებით, რის შემდგომაც სისტემა განუსაზღვრავს თუ რისი ხილვა და რა ოპერაციის შესრულება შეუძლია მას.  
  • Adminს ექნება კონტროლი პროდუქციაზე.ექნება ცალკე სამართავი პანელი და Შეეძლება დაამატოს ახალი პროდუქტი და შეცვალოს ან წაშალოს უკვე არსებული. Დამატება-შეცვლისას გვექნება ფორმები ვერიფიკაციით. 
  • Product Ownerს ექნება სამართავი პანელი და შეძლებს ნებისმიერ მომხარებლის უფლებები შეცვალოს. Შეეძლება დაბლოკოს არსებული მომხარებელი, მისცეს ადმინის პრივილეგიები ან წაართვას იგი. 
  • Buyerს თავისთავად ექნება საშუალება დაათვალიეროს ვებსაიტი, შეარჩიოს მისთვის სასურველი პროდუქცია ან პროდუქციები და შეიძინოს. Bonus: Ასევე მასაც ექნება საკუთარი პანელი ცალკე, სადაც შეძლებს საკუთარი სახელის, ელ-ფოსტის და პაროლის შეცვლას შეძლებს.  
  • მომხმარებლისთვის განკუთვნილ ვებ აპლიკაციაში უნდა იყოს შესაძლებელი: 
  • Სასურველი პრეფერენსების მიხედვით პროდუქციის გაფილტვრა 
  • მომხარებლის რეგისტრაცია, ავტორიზაცია 
  • საკუთარი ინფორმაციის ცვლილება 
  • პროდუქციის დამატება, შეცვლა ან წაშლა 
  • პროდუქციის კალათაში ჩაგდება და შეძენა 
  • ონლაინ გადახდის გვერდი 
  • ვებ გვერდზე უნდა იყოს ენის ცვლილება ქართულიდან ინგლისურზე და პირიქით 
  • ვებ გვერდზე იქნება ინფორმაციის ფეიჯი, სადაც იქნება ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ და რუკა, სადაც ნაჩვენები იქნება კომპანიის ოფისის მისამართი  
  • ვებ გვერდი უნდა იყოს მორგებული Desktop, Planshet, Mobile მოწყობილობებს მაქსიმალურად 
  • Bonus*: საიტს ექნება პროდუქციის დაჯავშნის სისტემა და თუ დაჯავშნილი პროდუქცია ბოლოა რაოდენობაში, მისი ყიდვის ფუნქციონალი უნდა გაითიშოს. 

თქვენი დავალება იქნება არსებული აპლიკაციის გაანალიზება, მონახაზისა და არქიტექტურის დაგეგმარება და შესრულება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი გასასტილი ფრეიმვორკი. Თქვენ მაქსიმალურად დეტალურად უნდა გაწეროთ Taskების შესრულების დრო, შესაძლოა დაყოთ თითოეული მოცემული დავალება(Task) subtask-ად. Გამოვიყენებთ Kanban Boardს თასქების გასაკონტროლებლად. 

დავალება 1 

დაიწყეთ მუშაობა B2C ტიპის ვებ გვერდზე, მუშაობა დაიწყეთ ზოგად კომპონენტებზე რომლის გამოყენებაც შეგეძლებათ ყველა გვერდზე : ვებ გვერდის სანავიგაციო პანელი, footer სექცია ზოგადი ინფორმაციით(სოციალური ქსელების მისამართებით, copyright და ასე შემდეგ)  

შექმენით ვებ აპლიკაციის საწყისი გვერდი, რომელზეც მოცემული შემდეგი ინფორმაცია :  

  • Უახლესი პროდუქტები(სურათებიანი სლაიდერი) 

  • Ცხელი შეთავაზებები(პროდუქციის სლაიდერი) 

  • Ყველაზე ხშირად გაყიდული პროდუქცია 

  ასევე შექმენით რეგისტრაცია/ავტორიზაციის ფორმები.   

დავალება 2  

საწყისი გვერდის გამართვის შემდეგ დაიწყეთ მუშაობა  B2C ტიპის ვებ გვერდის მეორე გვერდზე რომელიც წარმოადგენს პროდუქციის იმ ჩამონათვალს, რომელსაც მომხარებელი(Buyer) გაფილტრავს ნავიგაციის პანელიდან. Პირველად მომხარებელს შეუძლია აირჩიოს პროდუქციის სასურველ კატეგორიას, მიიღებს შესაბამისი პროდუქციის სრულ ჩამონათვალს, შემდეგ კი შეეძლება მისი გაფილტვრა ფასისა და ბრენდის მიხედვით. 

Სასურველია აქვე გაკეთდეს მომხარებლის პანელი, საიდანაც საკუთარი მონაცემების შეცვლა შეეძლება. 

 

დავალება 3  

დაიწყეთ მუშაობა  B2C ტიპის ვებ აპლიკაციის მესამე გვერდზე რომელიც იქნება პროდუქციის სრული ინფორამციის გვერდი, სადაც მოცემული იქნება შემდეგი ინფორმაცია   

  • პროდუქციის სურათი  

  • ბრენდი  

  • მოდელი  

  • ვარსკვლავების რაოდენობა  

  • ზოგადი ინფორმაცია(Description)  

 ამ გვერდის მეშვეობით მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს სასურველი პროდუქცია და დააჭიროს ღილაკს “ყიდვა”, რომელიც ჩაუგდებს სასურველ პროდუქციას “კალათაში”.  

  

დავალება 4  

დაასრულეთ მომხარებლის “კალათა”ს ფუნქციონალი, სადაც ის ნახავს არჩეულ პროდუქციას, მათ საერთო ღირებულებას და შეეძლება ყველას ყიდვა. Ღილაკზე დაჭერისას, გადავა ყიდვის ფეიჯზე, რომელიც აწყობილი იქნება Stripeით. 

  

დავალება 5 

შექმენით Admin პანელი, საიდანაც შესაძლებელი იქნება პროდუქციის ატვირთვა, არსებულის შეცვლა ან წაშლა. 

დავალება 6  

შექმენით Product Ownerის პანელი, სადაც 

  

დავალება 7 

დაიწყეთ მუშაობა ვებ გევრდის დოკუმენტაციის შექმნაზე რომელშიც იქნება აღწერილი ყველა წვრილმანი აღნიშნული პრეოქტის შესახებ  

შეფასების რუბრიკა  

A   

 

First-Class Honours (First or 1st) (70% and above)  

  • ეფექტური პრეზენტაციით წარადგენს შესრულებულ დავალებას.  

  • დავალება შესრულებულია განსაზღვრულ ვადებში.  

  • სწორად მუშაობს რესპონსივ დიზაინი. 

  • მუშაობს ყველა ან უმეტესობა იმ ფუნქციონალებისა რაც აღწერილი იყო დავალებაში 

  • მომზადებულია სწორი დოკუმენტაცია 

  • პროდუქციას აქვს დაჯავშნის ფუნქციონალი 

B  

Upper Second-Class Honours (2:1, 2. i) (60-70%)  

  • დავალება შეასრულა განსაზღვრულ ვადებში  

  • მომხარებელს შეუძლია პროდუქციის დათვალიერება, გაფილტვრა და ყიდვა. 

  • ნაწილობრივ მაინც მუშაობს ერთ-ერთი მაინც, Admin ან Product Ownerის ფუნქციონალები. 

  • აპლიკაციას აქვს ინფორმაციის ფეიჯი 

  • მუშაობს რეგისტრაცია 

C  

Lower Second-Class Honours (2:2, 2. ii) (50-60%)  

  • დავალება ვერ შეასრულა განსაზღვრულ ვადებში 

  • მუშაობს პროექტის მხოლოდ ძირითადი, ბაზისური ნაწილები 

  • აპლიკაციაში არის ბაგების გამრკვეული რაოდენობა 

  • ბაგები ხელს მკვეთრად არ უშლის ფუნქციონალს 

  • აპლიკაციაას არ აქვს კარგი რესპონსივ დიზაინი 

D  

Third-Class Honours (Third or 3rd) (40-50%)  

  • დავალება ვერ შეასრულა განსაზღვრულ ვადებში  

  • აპლიკაციას არ ირთვება, ან აქვს ბაგების ძალიან დიდი რაოდენობა 

  • ბაგები ხელს უშლის აპლიკაციის გამართულად მუშაობას 

  • ვებ გვერდზე არ არის სწორად ორგანიზებული რესპონსივ გვერდები  

ზემოთ აღწერილი შეფასების ინდიკატორები გამოიყენება სტუდენტისგან ინსრუქტორთან გადაგზავნილი დავალების შეფასების დროს. თუ სტუდენტმა საერთოდ არ გააგზავნა დავალება  

ავტომატურად შეფასებაში იწერება D.  

კურსზე რეგისტრაცია

დარეგისტრირდი

ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული?

გაიარე კონსულტაცია