მარიამ ნინოშვილი

ლექტორი

გამოცდილება

  • Graphic Designer

  • Graphic Designer

16 ლექცია
32 საათი
2 თვე

ღირებულება

თვეში 670₾ 2 თვის განმავლობაში

5 დეკ 2023

თავისუფალია

დამატებითი კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:

მისამართი

Chavchavadze str. 37M, Axis Towers Tbilisi, 0165

ელ.ფოსტა

hello@digitalinstitute.ge

ტელეფონი

+995 592 45 66 11

სამუშაო საათები

ორშ - პარ(10:00 - 19:00)

კურსის მიმოხილვა  

შესრულებული დავალებების და ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, საუკეთესო კურსდამთავრებულები გაივლიან გარანტირებულ სტაჟირებას პარტნიორ ერთ-ერთ კომპანიაში. 

ხოლო ყველა სუტდნეტი ვინც 50% ან მეტს აიღებს, გადაეცემა ორენოვანი სერიფიკატი და ისარგებლებს უფასოდ კარიერის მენეჯერის კონსულტაციით.

გრაფიკული დიზაინის გარეშე თანამედროვე ციფრული სამყარო წარმოუდგენელია. ეს პროფესია მუდმივად ვითარდება, იცვლება ტრენდები და სტილი.   სწორედ ვიზუალური კომუნიკაცია ქმნის პირველ შთაბეჭდილებას ნებისმიერ პროდუქტსა თუ სერვისზე და დიდ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე მომხმარებელი გამოიჩენს თუ არა ინტერესს პროდუქტის ან სერვისის მიმართ.

კურსის მიზანია პირველი ნაბიჯების გამარტივება გრაფიკულ დიზაინში - ეს არის გრაფიკული დიზაინის საწყისები, რომელიც შედგება 16 ლექციისგან. პირველი 9 ლექცია დაეთმობა Adobe Photoshop-ის საწყისი და მნიშვნელოვანი ელემენტების სწავლას, ხოლო დარჩენილი 7 ლექციის პერიოდში სტუდენტები Adobe Illustrator-ს გაეცნობიან.

ლექტორი გრაფიკული დიზაინის ტექნიკურ მხარესთან ერთად, ასევე ისაუბრებდ თეორიულ ნაწილზეც, გააზიარებს საკუთარ გამოცდილებებს და მარტივ ხერხებს როგორც Adobe პროგრამებში, ასევე კარიერულ ნაბიჯებში.

 

კურსის გავლის შემდეგ

  • შეძლებ ვიზუალის მასშტაბების და პარამეტრების სწორად აღქმას;
  • გეცოდინება როგორ შექმნა ტექნიკურად და შინაარსობრივად გამართული ვიზუალები; 
  • გააკეთებ მარტივ ფოტომანიპულაციებს;
  • ააწყობ საინტერესო პოსტერებს;
  • ისწავლი ვექტორული ნამუშევრების აწყობას;
  • იმუშავებ ლოგოების შექმნასა და ბრენდის იდენტობის პრინციპებზე;
  • ისწავლი საბეჭდი ფაილების მომზადებას;
  • დახვეწავ შენს ნამუშევრებს და ააწყობ პორტფოლიოს behance-სა და სხვა პლატფორმებზე;
  • შეძლებ დამოუკიდებლად გააგრძელო სწავლა და განივითარო შეძენილი უნარები, რაც დაგეხმარება ინდივიდუალური ციფრული ნამუშევრების შექმნაში;
  • გეცოდინება რა ნაბიჯები უნდა გადადგა ფრილანსერად დასაქმებისთვის;
  • 3 საუკეთესო სტუდენტი სტაჟირებას გაივლის ჩვენს პარტნიორ კომპანიებში.

 

ვისთვის არის კურსი

კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის, ვისაც სურს 0-დან ისწავლოს გრაფიკული დიზაინი და მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა, თუმცა სურს უფრო პროფესიულად შეისწავლოს ეს მიმართულება, ცოდნა გახადოს უფრო სტრუქტურიზებული, დაეუფლოს პროგრამებთან მუშაობის მარტივ ხერხებს და გაიზიაროს გამოცდილი გრაფიკული დიზაინერების გამოცდილება.

 

დასაქმებაში ხელშეწყობა

შესრულებული დავალებების და ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, საუკეთესო კურსდამთავრებულები გაივლიან გარანტირებულ სტაჟირებას პარტნიორ ერთ-ერთ კომპანიაში.

ხოლო ყველა სუტდნეტი ვინც 50% ან მეტს აიღებს, გადაეცემა ორენოვანი სერიფიკატი და ისარგებლებს უფასოდ კარიერის მენეჯერის კონსულტაციით ვინც დაეხმარება პირდაი სანაშრომო პორტფოლიოს შექმნა-გამართვაში, Linked In-ის და CV-ის შექმნაში გასაუბრებების ტრენინგში და დამსაქმებლების გლობალური მაშტაბით მოძიებაში.

  • გაივლი ტრენინგს როგორ დაწერო CV-ი Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით
  • გაივლი ტრენინგს როგორ დაწერო Cover Letter-ი Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით 
  • გაივლი ტრენინგს როგორ გამართო და გამოიყენო Linked In-ის პლატოფრმა სამუშაოს და სხვადასხვა პროექტების მოსაძიებლად, პროფესიული კავშირების გასაზრდელად და ისწავლი პასიური და აქტიური დამსაქმებლების მოძიების ტექნიკებს
  • ისწავლი რას აქცევენ უცოხელი და ქართველი დამსაქმებლები ყურადღებას და როგორ მოვემზადოთ ინტერვიუსთვის 
  • ისწავლი როგორ წარმართო გაცნობითი და ტექნიკური ინტერვიუები წარმატებით და გაივლი ინტერვიუს ტრენინგს და სიმულაციებს 
  • როგორ წარმოაჩინო ინტერვიუზე ახლად მიღებული უნარჩვევები და ცოდნა 
  • გეცოდინება როგორ წარმართო დამსაქმებელთან ხელფასზე მოლაპარაკებები 
  • როგორ მოიძიო მაღალანაზღაურებადი პოზიცია ქვენების მიხედვით (მოიაზრება მხოლოდ: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, ევროპის ქვეყნები და საქართველო) 
  • როგორ შეარჩიო დამსაქმებელი და სწორი პროექტი, რაც გამოცდილების კუთხით პროფესიულად გაგანვითარებს და შენს ღირებულებას გაზრდის როგორც დიზაინერის 

 

არ არის ხელმისაწვდომი

კურსზე რეგისტრაცია

დარეგისტრირდი

ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული?

გაიარე კონსულტაცია