კურსის მიმოხილვა
ციფრული ტექნოლოგიები დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ციფრული რევოლუციის შედეგად არამარტო გაციფრულდა ინდუსტრიები და ეკონომიკა, არამედ შეიქმნა მრავალი მიმართულების ტექ პროფესიები, რომლებიც ანაზღაურებით და პრესტიჟით უსწრებს ყველა ტრადიციულ პროფესიას. სწორედ ამიტომ ნაადრევი ასაკიდან მნიშვნელოვანია რომ მოზარდები გაერკვნენ და შეიცნონ ციფრული სამყარო და მისი შესაძლებლობები.
ციფრული ტექნოლოგიები დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ციფრული რევოლუციის შედეგად არამარტო გაციფრულდა ინდუსტრიები და ეკონომიკა, არამედ შეიქმნა მრავალი მიმართულების ტექ პროფესიები, რომლებიც ანაზღაურებით და პრესტიჟით უსწრებს ყველა ტრადიციულ პროფესიას. სწორედ ამიტომ ნაადრევი ასაკიდან მნიშვნელოვანია რომ მოზარდები გაერკვნენ და შეიცნონ ციფრული სამყარო და მისი შესაძლებლობები.
კურსის მიზანია 12-15 წლამდე მოზარდები დააინტერესოს ტექნოლოგიებითა და ციფრული ინოვაციებით, გააცნოს ციფრულ სამაყაროში მიმდინარე მოვლენებსა და ცვლილებებს. თვალი აუხილოს ტექნოლოგეიბზე და დაეხმაროს საკუთარი ტავი იპოვოს იმ ტექ პროფესიებში რომლებიც მათ ინეტერსებსა და გატაცებებს ყველაზე მეტად უკავშირდება.
საშაბათო პროგრამის ფარგლებში, მოზარდები გაეცნობიან 10-ზე მეტ სხვადასხვა ყველაზე მაღალანაზღაურებად ტექ პროფესიებს, რაც მათ სამომავლოდ პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ.
საშაბათო კურსი მოიცავს 20 თვეს, რომელიც დაყოფილია 80 შეხვედრად და შეადგენს 240 საათს. პროგრამა შედგება 8 ძირითადი მოდულისგან, ეს მოდულები კი ეხება იმ თემების ფართო სპექტრს, როგორიცაა: კომპიუტერული მეცნიერებები, პროგრამირება და ვებ დეველოპმენტის ფუნდამენტები, გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი ვებ და მობილურის აპლიკაციებისთვის, მოუშენ დიზაინი და ვიდეო ედითინგი, თამაშების შექმნა/Game Development, და მიკრო ელექტრონიკა & რობოტიკა.
სტუდენტები ასევე დაჯილდოვდებიან 14 ბონუს მასტერკლასით. (იხილეთ ქვემოთ)
ჩვენ მიერ შემუშავებული უნიკალური პროგრამის მიზანია, მოსწავლეებს მივცეთ ყველა საჭირო ცოდნა და უნარი, რაც მათ დაეხმარებათ დაეუფლონ ყველაზე სწრაფად მზარდ და მაღალანაზღაურებად ტექ. პროფესიებს.
ვისთვის არის ეს კურსი
- კურსი განკუთვნილია 12-დან 15 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტექნოლოგიებით, კოდირებითა და ციფრული დიზაინით.
- კურსზე მოსახვედრად არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ მოითხოვება, მხოლოდ სწავლის სურვილი და შემოქმედებით გატაცება.
- თუ ხართ დამწყები პროგრამისტი, მომავალი გრაფიკული დიზაინერი ან უბრალოდ, გაინტერესებთ როგორ აყალიბებს ტექნოლოგიები ჩვენს სამყაროს, სწორედ ეს კურსი გთავაზობთ ყოვლისმომცველ შესავალს სხვადასხვა ტექნიკურ დისციპლინაში.
- ეს შესანიშნავი ნაბიჯია ნებისმიერი ახალგაზრდისთვის, რომელიც ცდილობს შეისწავლოს ციფრული სამყარო და დაუკავშიროს მომავალი პროფესია ტექნოლოგიებს.
რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ
- თეორია კომპიტერული მეცნიერებებზე, ციფრულ ინდუსტრიებზე და ტექ პროფესიებზე - ციფრული ტექნოლოგიები დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ციფრული რევოლუციის შედეგად, არა მხოლოდ გაციფრულდა ინდუსტრიები და ეკონომიკა, არამედ შეიცვლა და გაუმჯობესდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი. სწორედ ამ მოდულში ისწავლით კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს, შეიცნობთ ტექნოლოგიებს და გაიგებთ რა როგორ ფუნქციონირებს, გაეცნობით სხვადასხვა ტექ. პროფესიებს ციფრულ ინდუსტრიაში და გაიგებთ რატომ წარმოადგენენ ამხელა ღირებულებას ციფრული პროდუქტები თანამედროვე ეკონომიკაში.
- ვებ დეველოპმენტის საფუძვლები HTML CSS JavaScript - ვებ დეველოპმენტი დამყარებულია სამ ტექნოლოგიაზე: HTML, CSS და JavaScript. პროგრამის განმავლობაში აქცენტი გაკეთდება HTML მარქაფის ენის შესწავლაზე, CSS-ით ლამაზი, responsive ვებ გვერდების აწყობაზე. ასევე მიმოვიხილავთ Javascript-ის ფუნდამენტებს, რაც შემდგომი განვითარებისთვის მოამზადებს სტუდენტებს. შეგექმნება წარმოდგენა დეველოპმენტის სფეროზე და მიიღებ Software Development-ის საბაზისო ცოდნას. შეგეძლება საკუთარი იდეების კოდში გადატანად და მარტივი საიტების/ ვებ აპლიკაციების აწყობა.
- გრაფიკული დიზაინი Photoshop & Illustrator - გრაფიკული დიზაინის გარეშე თანამედროვე ციფრული სამყარო წარმოუდგენელია. ეს პროფესია მუდმივად ვითარდება, იცვლება ტრენდები და სტილი. სწორედ ვიზუალური კომუნიკაცია ქმნის პირველ შთაბეჭდილებას ნებისმიერ პროდუქტსა თუ სერვისზე და დიდ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე მომხმარებელი გამოიჩენს თუ არა ინტერესს პროდუქტის ან სერვისის მიმართ. ამ მოდულში გაეცნობით დიზაინის პრინციპებს და ჩაუღრმავდებით სხვადასხვა ტიპის პროექტზე მუშაობის პროცესს. გაეცნობით ვიზუალის შექმნის სწორ პრინციპებს, დიზაინის სხვადასხვა მიმართულებებს. ისწავლით, როგორ გამოიყენოთ Photoshop და Illustrator ხელსაწყოები, რათა შექმნათ დახვეწილი გრაფიკული ვიზუალები სოციალური მედიის პოსტებისთვის, პრეზენტაციებისთვის ან სხვა ნებისმიერი მიზნისათვის.
- UI/UX დიზაინი ვებ და მობილურის აპლიკაციებისთვის - დღევანდელ გაციფრულებულ ინდუსტრიებში, არის მზარდი მოთხოვნა ისეთ პროდუქტებზე, სისტემებზე და სერვისებზე, რაც ადამიანებს ციფრულ აპლიკაციებთან ინტერაქციას გაუმარტივებს. UI/UX დიზაინის დისციპლინა შეისწავლის არამარტო ადამიანის ქცევას და ინტერაქციას ციფრულ პროდუქტებზე არამედ ცდულობს რომ შეიმუშაოს ისეთი დიზაინი და პრაქტიკები რაც შედარებით უფრო მოერგება მომხმარებლის ინტეუციას. ამ მოდულში ისწავლი ვებ და მობილურის აპლიკაციების UI/UX დიზაინების შექმნას.
- პროგრამირება Python, Turtle, App Inventory / Mobile Development - დღეისათვის Python ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და გავრცელებული პროგრამირების ენაა. Google, Dropbox, Spotify, Amazon, Facebook, Instagram – იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომელთა სერვისების მნიშვნელოვანი კომპონენტები სწორედ Python-ის გამოყენებითაა შექმნილი. მოდულის ფარგლებში შეისწავლით პროგრამირების ფუნდამენტებს, ყველაზე პოპულარული ენის Python საფუძვლებსა და მობილური აპლიკაციების შექმნას.
- მოუშენ დიზაინი და ვიდეო ედითინგი - Motion Design ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროფესიაა მსოფლიოში, რომელიც აქტიურად გამოიყენება სარეკლამო რგოლებში, მუსიკალურ კლიპებში, სატელევიზიო შოუებში, პრომო ვიდეოებში, მხატვრულ თუ დოკუმენტურ ფილმებში. მას აქტიურად იყენებენ ასევე, სოციალურ ქსელებში (ციფრული ბანერები, პოსტები, სთორი, ა.შ). ამ მოდულში შეისწავლით, როგორ გააცოცხლოთ თქვენი შემოქმედება მოუშენ დიზაინისა და ვიდეო ედითინგის უნარები After Effect-ით.
- მიკრო ელექტრონიკა და რობოტიკა - აღნიშნული მოდულის ფარგლებში მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას ელექტრონიკასა და რობოტიკაში. შეიტყობთ, როგორ მუშაობენ ისინი და როგორ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი hardware პროექტები.
- თამაშების შექმნა / Game Development - დასკვნითი მოდული დაგეხმარებათ შეაბიჯოთ თამაშების შექმნის საინტერესო სამყაროში და ისწავლოთ, როგორ შექმნათ თქვენი საკუთარი ვიდეო თამაშები. კურსის მიზანია სტუდენტებს/ახალგაზრდებს შეასწავლოს ციფრული თამაშების შექმნის პრინციპები და ინსტრუმენტები, განუვითაროს თამაშის შექმნაზე მუშაობის პრაქტიკული უნარები. კურსის ფარგლებში თავადაც შექმნით მარტივ თამაშებს.
კურსის დასასრულს, ახალგაზრდები მოახერხებენ ტექნოლოგიების ერთმანეთისაგან უკეთ გარჩევას. მათთვის საინტერესო მიმართულებების შერჩევასა და ზოგადი ტექნოლოგიური ცოდნის ამაღლებას. თითოეული მოდული შესაძლებლობას აძლევს მათ, რომ სიღრმისეული ცოდნის მიღების სურვილი გაუჩნდეთ და პრაქტიკაში დანერგონ სწავლებისას განვლილი საინტერესო თეორიული ცოდნა. აღსანიშნავია, რომ ყველა მოდული დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით, გამოწვევებით, რომლებიც კიდევ უფრო სწრაფად განავითარებს კურსში მონაწილე თითოეულ ადამიანს. კურსის მონაწილეები ეზიარებიან ისეთ მნიშვნელოვან ცოდნას, რაც მათ სამომავლო კარიერულ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. რაც მთავარია, ყველა კურსდამთავრებული, მიიღებს ცოდნის შესაბამის სერთიფიკატს და ისინი შეაბიჯებენ ციფრულ სამყაროში, რომელიც უამრავი კარიერული შესაძლებლობითაა სავსე.
ბონუს 14 მასტერკლასი
- როგორ წამოვიწყოთ საკუთარი ბიზნესი: ენტერპრენუერშიპი, ტექ სტარტაპები და ბიზნეს მენეჯმენტი Y Combinator-ის პრინციპებით
- როგორ გავმართოთ CV, Cover Letter-ი და პირადი Linked In-ის პროფილი Harvard Resume Guideline-ების მიხედვით
- Linked In - ის მიმოხილვა, პროფესიული კავშირები მიზნობრივად ზრდა გლობალური მასშტაბით, პასიური და აქტიური სამსახურის მოიების ტექნიკები
- როგორ წარვმართოთ გასაუბრება დამსაქმებლებთან წარმატებით + სიმულაციური ინტერვიუ პრაქტიკის მისაღებად
- ეფექტური კომუნიკაცია
- ლიდერშიპი
- სტრესის და დროის მენეჯმენტი. კომპანიის კომპლექსური ქეისების მაგალიტები / ჰიბრიდულად და დსინტაციურად მუშაობის გამოწვევები
- თვითმოტივაცია
- თვითბრენდინგი - საკუთარი თავის ბრენდად ჩამოყალიბება ორგანიზაციის მიღმა
- მასტერკლასი სტუმარ წარმატებულ დეველოპერთან FAANG კომპანიებიდან ( ანუ დეველოპერი რომელსაც ნამუშევარი აქვს Facebook, Amazon, Apple, Netflix, Google ან Microsoft-ის კომპანიაში)
- ფულის წარმოქმნის ისტორია, ვალუტის განმარტება და მისი ევოლუცია კრიპტოშ
- ეკონომიკის და ინდუსტრიების გაციფრულების ისტორია და ტექ პროფესიების აღმოცენება
- ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, მისი მნიშვნელობა 21-ე საუკუნეში და ღირებულების მატარებელია თანამედროვე გაცფირულებულ ეკონომიკაში ბიზნესებისთვის და მომხმარებლებისთვის
- ჯანსაღი ცხოვრების წესი და რა პოზიტიური გავლენა შეიძლება იქონიოს პირადი მიზნების განხორციელებაში და ამბიციების შენარჩეუნებისთვის