თანამედროვე სამყაროში, სადაც ფაქტობრივად ყველა ინდუსტრია გაციფრულდა, დიდი მოთხოვნაა იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ, ფეხი აუწყონ ყოველდღიურ ტექნოლოგიურ პროგრესს. რაც უფრო და უფრო წინ მიდის და იხვეწება ციფრული ტექნოლოგიები, მით უფრო რთული ხდება, იცოდე ყველაფერი ის, რაც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად მუშაობის დროს გამოგადგება. სწორედ ამიტომ არის, რომ უცხოურ ბაზარზე დამსაქმებლები პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის კანდიდატებს გასაუბრებებზე უმოწმებენ არა მხოლოდ კონკრეტულ ფრიმვოქთან დაკავშირებულ ცოდნას, არამედ იმას, თუ რამდენად კარგად იციან მონაცემთა სტრუქტურები, ალგორითმები და სისტემის დიზაინი.
სტანდარტულად, 3+ წელზე მეტი გამოცდილების მქონე დეველოპერებს უწევთ დამოუკიდებლად Leetcode-ზე და Algoexpert-ზე Algorithms & System Design-ის შესწავლა იმისათვის, რომ უცხოური მოწინავე კომპანიების ტექნიკური გასაუბრება გადაელახათ - რაც სწორი გზამკვლევის გარეშე საკმაოდ რთული და დროის კუთხით წამგებიანი პროცესია. არსებული კურსი სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრას ემსახურება, რომ აქამდე შედარებით უფრო მცირე ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობა - უცხოურ ბაზარზე დასაქმება, იქცეს რეალობად უფრო მეტი ამბიციური დეველოპერისთვის.
კურსის მიზანია რომ მოამზადოს დეველოპერები Data Structures, Algorithms, და System Design-ში MAANG (Meta, Amazon, Apple, Netflix და Google) კომპანიების ტექნიკური გასაუბრების გადასალახად, და ხელი შეუწყოს კარიერული სერვისებით უცხოეთის ბაზარზე გადასაქმებაში უფრო საინტერესო და მაღალ ანაზღაურებად პროექტებზე.
7 თვიანი კურსის პარალელურად დეველოპერები გაივლიან 24 მოდულიან კარიერის განვითარების პროგრამას, რაც დასაქმებისთვის და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ხსენებული 24 მოდული შემუშავებულია MAANG-ში დასაქმებული დეველოპერებისა და ტექ რეკრუტერების მიერ.
რაც მთავარია, ყველა კურსის მონაწილეს Digital Institute-ის კარიერის ცენტრი გაუწევს უფასო 6 თვიან სერვისს. კურსის დამთავრებისთანავე შეიქმნება უცხოეთში მოღვაწე კომპანიების სია, კურსის მონაწილის პრეფერენციებზე დაყრდნობით, და მისი სახელით Digital Institute-ის კარიერის მენჯერები გადააგზავნიან დასაქმების აპლიკაციებს. ამგვარად დეველოპერი შეძლებს რომ პირდაპირვე გასაუბრებაზე შევიდეს და სხვაგვარ დასაქმების აპლიკაციების შევსებიტ არ მოცდეს და სრული კონცენტრაცია დაუთმოს ინტერვიუსთვის მომზადების ნაწილს.
კურსი დაყოფილია ორ ძირითად ნაწილად:
1) მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები;
2) სისტემის დიზაინი.
პირველ ნაწილში თქვენ ღრმად შეისწავლით ძირითად მონაცემთა სტრუქტურებსა და ხშირად გამოყენებულ ალგორითმებს. გაიგებთ, თუ როგორ უნდა მიუდგეთ, რთულ ტექნიკურ პრობლემებს, დაყოთ ისინი მარტივ ნაწილებად და დროისა თუ მეხსიერების კუთხით ეფექტურად გადაჭრათ ისინი. ეს არის მნიშვნელოვანი უნარი, რომლის ქონაც ტექნიკური გასაუბრებების პროცესში ყველაზე დიდ როლს თამაშობს კანდიდატის წარმატებაში.
კურსის მეორე ნაწილში თქვენ შეისწავლით, თუ როგორ უნდა შეიმუშავოთ მასშტაბური, ეფექტური და მდგრადი სისტემების დიზაინი, რაც ბევრ დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში ტექნიკური გასაუბრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ამისთვის კი განვიხილავთ ისეთ თემებს, როგორებიცაა Performance VS Scalability, Latency VS Throughput, Availability VS Consistency. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა პროტოკოლები გამოიყენება ქსელში მონაცემების მიმოსაცვლელად. გაიგებთ, თუ რა არის Cloud და რა სერვისებს გვთავაზობენ ცნობილი Cloud პროვაიდერები. გასწავლით, რა გზები არსებობს მონაცემების შესანახად და რა დროს რომლის გამოყენება იქნება უკეთესი სისტემისათვის. ეს ცოდნა შესაძლებლობას მოგცემთ, შექმნათ ისეთი სისტემები, რომელთაც შესწევთ ე.წ. scaling-ისა და დიდი დატვირთვის პირობებში ოპტიმალურად მუშაობის უნარი.
პერსონალური კარიერის მენეჯერი და დასაქმებაში ხელშეწყობა:
ყველა სტუდენტი გაივლის კარიერის განვითარების 24-მოდულიან პროგრამას, რომელიც შედგენილია FAANG კომპანიებში (Meta/ყოფილი Facebook, Amazon, Apple, Netflix და Google) მომუშავე ქართველი და უცხოელი ინჟინრებისა და რეკრუტერების მიერ. იგი ყველა საჭირო უნარსა და ინსტრუმენტს მისცემს კურსის სტუდენტებს, რაც უკეთეს კომპანიაში და უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმებისთვის დასჭირდებათ. აგრეთვე ყველა სტუდენტს კურსის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში არა მხოლოდ ორენოვანი დიპლომი გადაეცემა, არამედ ექნება წვდომა და ოფიციალური რეკომენდაცია Digital Institute-ის პარტნიორი დამსაქმებლების ფართო ქსელზე, რომელიც საქართველოს, ევროპის, ბრიტანეთისა და ამერიკის ბაზრებს მოიცავს. ყველა წარმატებული კურსდამთავრებული (რომლებიც ფინალურ გამოცდაში 70%-ს ან მეტს აიღებენ) 3 წლის ვადით ისარგებლებს პერსონალური კარიერის მენეჯერის სერვისით, რაც ნიშნავს, რომ გემუშავებათ ჩვენი კარიერის გუნდი. თქვენს პრეფერენციებზე დაყრდნობით გაიწერება პოტენციური დამსაქმებლების სია, სადაც დასაქმება უკეთესი პირობებით იქნება შესაძლებელი. თქვენი სახელით გავგზავნით აპლიკაციებს, კომუნიკაციაში შევალთ დამსაქმებლებთან და მთელ პროცესს გავივლით ტექნიკური გასაუბრების ეტაპამდე.
1. ციფრული სამყაროს გაცნობა და პროფესიული შესაძლებლობები ტექ სფეროში
2. შესავალი კარიერის განვითარების პროგრამაში
3. CV - Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით
4. COVER LETTER - Harvard University Cover Letter Guideline-ის სტანდარტების დაცვით
5. LinkedIn-ის მიმოხილვა და გამართვა
6. Linkedin - პროფესიული კავშირების მიზნობრივად ზრდა და პასიური & აქტიური სამსახურის მოძიების ტექნიკები
7. ეფექტური კომუნიკაცია
8. ლიდერშიფი
9. სტრესის და დროის მენეჯმენტი, კომპანიის კომპლექსური ქეისების მაგალითები/ ჰიბრიდულად და დისტანციურად მუშაობის გამოწვევები
10. თვითმოტივაცია
11. თვითბრენდინგი - საკუთარი თავის ბრენდად ჩამოყალიბება ორგანიზაციის მიღმა
12. ორგანიზაციული ქცევა და ოფისის პოლიტიკა (ოფისის პოლიტიკა, გუნდური მუშაობა და ნეთვორქინგი)
13. რეკრუტინგის პროცესის და გასაუბრების წარმატებით წარმართვა
14. მასტერკლასი სტუმარი წარმატებული დეველოპერისგან
15. ინდივიდუალური სიმულაციური ინტერვიუ და უკუკავშირი
16. ინდივიდუალური Linkedin და რეზიუმეს მიმოხილვა და უკუკავშირი
17. მასტერკლასი სტუმარი წარმატებული ტექ კომპანიის ტექ რეკრუტერისგან
18. სიმულაციური შეხვედრების ჯგუფური შეჯამება
19. Agile and Lean მეთოდოლოგიები
20. მასტერკლასი სტუმარი წარმატებული აიტი დირექტორისგან
21. ენტერპრენუერშიპი, ტექ სტარტაპები და ბიზნეს მენეჯმენტი Y Combinator-ის პრინციპებით
22. დამსაქმებლებთან კომუნიკაციის პირადი პორტფოლიო (Hubspot)
23. უცხოეთში დასაქმების შესაძლებლობები და აპლიკაციების გადაგზავნა
24. შეჯამება და ინდივიდუალური კონსულტაცია
არ არის ხელმისაწვდომი