ნიკოლოზ პალაგაშვილი

ლექტორი

გამოცდილება

  • React Developer

  • React Developer

84 ლექცია
168 საათი
7 თვე

ღირებულება

თვეში 670₾ 8 თვის განმავლობაში

4 დეკ 2023

თავისუფალია

დამატებითი კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:

მისამართი

Chavchavadze str. 37M, Axis Towers Tbilisi, 0165

ელ.ფოსტა

hello@digitalinstitute.ge

ტელეფონი

+995 592 45 66 11

სამუშაო საათები

ორშ - პარ(10:00 - 19:00)

კურსის მიმოხილვა  

ბოლო წლებია Frontend Development ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და პერსპექტიულ ინდუსტრიად გვევლინება. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა React-ის ბიბლიოთეკამ, რომელიც 2011 წელს შექმნა Facebook-მა და 2013 წელს open-source გახადა. დღეს React-ის ტექნოლოგია ყველაზე პოპულარულია და აქტიურ გამოყენებაშია ვებ დეველოპმენტში, და რაც მთავარია ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა დეველოპმენტში.

ამ კურსის განმავლობაში შეისწავლით React 18 სტანდარტს და მიიღებთ ცოდნას, რისი საშუალებითაც შექმნით სრულფასოვან და ფუნქციონალურად გამდიდრებულ Frontend აპლიკაციებს. აპლიკაციები შექმნილი იქნება სწორედ React-ით, რასაც დეველოპერულ ენაზე SPA ანუ Single Page Application ეწოდება. კურსის განმავლობაში ასევე გაივლით React-ის ხელსაწყოებს, და დაეუფლებით TypeScript-ის ტექნოლოგიას. შეისწავლით React-თან მჭიდრო კავშირში მყოფ სხვადასხვა ბიბლიოთეკებსა და ტექნოლოგიებს როგორიცაა: React Router, Redux, React-Query, GIT.

კურსის 7 თვიანი მოდული შედგება 5 თვიანი სწავლა-ტრენინგისგან, რომელიც დატვირთული იქნება სამუშაო დავალებებით და 2 თვიანი ციფრული პროდუქტის აწყობის მოდულისგან, რომელიც გულისხმობს ცირფული პროდუქტის - Amazon E-commerce-ის ანალოგის React ტექნოლოგიით აწყობას სადაც შესწავლილ თეორიას პრაქტიკაში გააცოცხლებთ.

კურსი ორიენტირებულია project based სწავლებაზე, რაც სტუდენტებს აძლევს საშუალებას, რომ მიიღონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ დაეუფლონ თითოეულ ხელსაწყოს და მასთან მუშაობას რეალურ სამუშაო პირობებში, რაც მათ საბოლოოდ დაეხმარება გახდნენ სრულფასოვანი Junion React დეველოპერები.

კურსსის ფარგლებში გეყოლება პირადი Teaching Assistant/ლექტორის ასისტენტი, რომელთანაც 24/7-ზე, 1-1ზე შეძლებ ნებისმიერ დროს დისტანციური შეხვედრის ჩანიშვნას ნებისმიერი გაუგებარი საკითხის ან თემის გასარჩევად ან დავალების გაკეთებაში დასახმარებლად.

უშუალოდ ამ ყველაფრის სწავლა ჩვენთან მარტივია, რადგან ყველა ლექცია ჰიბრიდულად ანუ ორმხრივად ტარდება, ფიზიკურად Axis Towers Business Centre-ში და დისტანციურად Zoom-ის მეშვეობით, აგრეთვე ყველა ლექციის ვიდეო და ხმოვანი ჩანაწერი კეთდება რაზეც ლექციის დასრულების შემდგომ მუდმივი წვდომა გექნება, სასწავლო სლაიდები, მატერიალები და დავალებები კი Google Classroom-ში იტვირთება.

პროგრამირების სწავლის პარალელურად გაივლი 24 მოდულიან კარიერის განვითარების პროგრამას, რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ხსენებული 24 მოდული შემუშავებულია MAANG ანუ Meta, Amazon, Apple, Netflix, Google დეველოპერებისა და ტექ რეკრუტერების მიერ.

რაც მთავარია, ყველა წარმატებული კურსდამთავრებული გარანტირებულად დასაქმდება რადგან გამოგეყოფა პერსონალური კარიერის განვითარების მენეჯერი კურსის დამთავრებიდან 3 წლის ვადით, რომელიც დაგეხმარება როგორც შენი პრიველი დამსაქმებლის მოძიებაში ასევე მოგვიანებით როგორც უკვე Lower Middle ან Upper Middle დეველოპერად გადასაქმებაში უფრო უკეთეს და მაღალანაზღაურებად პროექტებზე.

ასევე მიიღებ წვდომას Digital Institute-ის პარტნიორ დამსაქმებელთა ქსელზე, და გექნება შესაძლებლობა მოითხოვო და მიიღო ოფიციალური წერილი და რეკომენდაცი Digital Institute-ისგან დამსაქმებელთან წარსადგენად

ვისთვის არის კურსი 

  • კურსი განკუთვნილია მათთის ვისაც სურს 0-დან შეაბიჯოს პროგრამირების სფეროში და დაეუფლოს ვებ დეველოპმენტს React -ის ბიბლიოთეკის-ის მიმართულებით და გახდეს Junior React Web დეველოპერი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებით.
  • კურსი ასევე განკუთვნილია დეველოპერებისთვის, ვინც სხვა ტექნოლოგიებზე მუშაობს და აინტერესებს React-ი.
  • ნებისმიერი პროგრამული ენა რომელსაც სტუდენტი ფლობს დამატებითად ჩაითვლება უპირატესობად და დაეხმარება მას ვისაც უნდა რომ დასაქმდეს ჯუნიორად React-ის ტექნოლოგიის ათვისებაში.

კურსის გავლის შემდეგ 

  • შეგეძლება Single-page ვებ-აპლიკაციების დამოუკიდებლად აწყობა;  
  • React- ის ყველა ძირითადი კონცეფციის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენება;  
  • React- ის ეკოსისტემაში სტადარტად ჩამოყალიბებული best practice და არქიტექტურული პატერნის გამოყენება;  
  • TypeScript- ის ენაზე დამოუკიდებლად მუშაობა;  
  • შეძლებ გამოიყენო თანამედროვე Javascript და ყველა ის ძირითადი კონცეფცია, რომელიც საჭიროა თანამედროვე დინამიკური ვებ-აპლიკაციების ასაწყობად. ახალი ტექნოლოგიების, framework-ებისა და ბიბლიოთეკების გარჩევა, სწავლა და გამოყენება დამოუკიდებლად;  
  • დამოუკიდებლად განავითარო საკუთარი თავი სხვა Frontend framework-ზე მუშაობით თუ ბიბლიოთეკის შესწავლით;  
  • გექნება სრულფასოვანი წარმოდგენა ვებ გვერდის მუშაობის პრინციპების და მისი კომუნიკაციის შესახებ Backend პლატფორმასთან;  
  • გავლილი გექნება ტექნიკური ინტერვიუს ტრენინგი და გეცოდინება როგორ გაიარო ნებისმიერი დამსაქმებლის ტექნიკური ინტერვიუ წარმატებით.  
  • გექნება აწყობილი შენი პირველი სრულფასოვანი ციფრული პროექტი Amazon E-commerce-ის ანალოგის სახით React-ის Framework-ით, რაც იქნება შენს მიერ აწყობილი პირველი სრულყოფილი ციფრული პროდუქტი რომლის წარმოჩენას შენს საკუთარ Github პორტფოლიოშიც შეზლებ დამსაქმებლის დასანახად და ტექნიკურ გასაუბრებაზე უპირატესობის მოსაპოვებლად.

დასაქმებაში ხელშეწყობა

 

  • ყველა წარმატებული კურსდამთავრებული (ვინც არანაკლებ 70%-ს აიღებს ფინალურ გამოცდაში) გარანტირებულად დასაქმდება რადგან გამოგეყოფა 1:1-ზე პერსონალური კარიერის განვითარების მენეჯერი კურსის დამთავრებიდან 3 წლის ვადით, რომელიც დაგეხმარება როგორც შენი პრიველი დამსაქმებლის მოძიებაში ასევე მოგვიანებით როგორც უკვე Lower Middle ან Upper Middle დეველოპერად გადასაქმებაში უფრო უკეთეს და მაღალანაზღაურებად პროექტებზე. პირველივე დღიდან დაგეხმარება როგორც სტრატეგიის დასახვაში აგრეთვე დამსაქმებლების მოძიებაში, მათთან სწორი კომუნიკაციის დამყარებაში და აპლიკაციების გადაგზავნაშიც, ყოველდღიური update შეხვედრებით.
  • გაივლი 24 მოდულიან კარიერის განვითარების პროგრამას, რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ხსენებული 24 მოდული შემუშავებულია MAANG (Meta, Amazon, Apple, Netflix, Google) დეველოპერებისა და ტექ რეკრუტერების მიერ.

1. ციფრული სამყაროს გაცნობა და პროფესიული შესაძლებლობები ტექ სფეროში
2. შესავალი კარიერის განვითარების პროგრამაში
3. CV - Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით
4. COVER LETTER - Harvard University Cover Letter Guideline-ის სტანდარტების დაცვით
5. LinkedIn-ის მიმოხილვა და გამართვა
6. Linkedin - პროფესიული კავშირების მიზნობრივად ზრდა და პასიური & აქტიური სამსახურის მოძიების ტექნიკები
7. ეფექტური კომუნიკაცია
8. ლიდერშიფი
9. სტრესის და დროის მენეჯმენტი, კომპანიის კომპლექსური ქეისების მაგალითები/ ჰიბრიდულად და დისტანციურად მუშაობის გამოწვევები
10. თვითმოტივაცია
11. თვითბრენდინგი - საკუთარი თავის ბრენდად ჩამოყალიბება ორგანიზაციის მიღმა
12. ორგანიზაციული ქცევა და ოფისის პოლიტიკა (ოფისის პოლიტიკა, გუნდური მუშაობა და ნეთვორქინგი)
13. რეკრუტინგის პროცესის და გასაუბრების წარმატებით წარმართვა
14. მასტერკლასი სტუმარი წარმატებული დეველოპერისგან
15. ინდივიდუალური სიმულაციური ინტერვიუ და უკუკავშირი
16. ინდივიდუალური Linkedin და რეზიუმეს მიმოხილვა და უკუკავშირი
17. მასტერკლასი სტუმარი წარმატებული ტექ კომპანიის ტექ რეკრუტერისგან
18. სიმულაციური შეხვედრების ჯგუფური შეჯამება
19. Agile and Lean მეთოდოლოგიები
20. მასტერკლასი სტუმარი წარმატებული აიტი დირექტორისგან
21. ენტერპრენუერშიპი, ტექ სტარტაპები და ბიზნეს მენეჯმენტი Y Combinator-ის პრინციპებით
22. დამსაქმებლებთან კომუნიკაციის პირადი პორტფოლიო (Hubspot)
23. უცხოეთში დასაქმების შესაძლებლობები და აპლიკაციების გადაგზავნა
24. შეჯამება და ინდივიდუალური კონსულტაცია

  • მიიღებ წვდომას Digital Institute-ის პარტნიორ დამსაქმებელთა ქსელზე, და გექნება შესაძლებლობა მოითხოვო და მიიღო ოფიციალური წერილი და რეკომენდაცი Digital Institute-ისგან დამსაქმებელთან წარსადგენად

 

პროფესიული უნარჩვევები:

პოზიცია

Junior React Developer

React დეველოპერის ხელფასი საქართველოში

კურსის დამთავრებიდან 1 წელში 3 000 - 4 000₾ Lower Middle Developer

კურსის დამთავრებიდან 2 წელში 4 000 - 6 000₾ Middle Middle Developer

კურსის დამთავრებიდან 3 წელში 5 000 - 8 000₾ Upper Middle Developer

კურსის დამთავრებიდან 4 წელში 6 000 - 10 000₾ Senior Developer

პროფესიონალური უნარები

  1. HTML
  2. CSS
  3. JavaScript
  4. Material UI
  5. Tailwind CSS
  6. Styled Components
  7. TypeScript
  8. Redux
  9. GIT
  10. Social Media Sign-In
  11. API Integrations
  12. Functional Programming

როგორ გამოიყურება შენი ფინალური პროექტი კურსის ბოლოს

გექნება აწყობილი შენი პირველი სრულფასოვანი ციფრული პროექტი Amazon E-commerce-ის ანალოგის სახით რომლიც იქნება შენი ცოცხალი მაგალითი და ნივთმტკიცება რომ React-ის და ზემოთხსენებული ტექნოლოგიებში პრაქტიკული გამოცდილებაც გაქვს და შეგეძლება რომ შენ Github პორტფოლიოშიც ატვირთო.  

კომპანიის ვებ აპლიკაცია იქნბა შემდგარი სამი ნაწილისგან. პირველი ბიზნესის თანამშრომლებისთვის (Admin), მეორე თავად ბიზნესის მფლობელისთვის, ანუ დამკვეთისთვის (Product Owner) და მესამე მომხარებლის (Buyer) მხარისთვის, რომელსაც თავისთავად პროდუქტის დათვალიერება, დაჯავშნა ყიდვა და გადახდა შეეძლება. სისტემის დიზაინი შესაბამისობაში იქნება B2B CMS  (Business-to-Business Content management system) ვებ გევრდების დიზაინთან, მეორე ვებ აპლიკაცია განკუთვნილი იქნება მომხმარებლებისთვის სადაც მომხმარებლები შეძლებენ მათთვის სასურველი სასტუმროს მოძებნას და დაჯავშნას, ვებ გევდის დიზაინი კი დააკმაყოფილებს B2C (Business-to-consumer) ვებ გვერდის სტანდარტებს.   

  • სისტემაში იქნება დანერგილი User management systems, რომლის საფუძველზე მომხარებლებს ექნაბათ შემდეგი სამი სტატუსისგან ერთ-ერთი. Product Owner, Admin, Buyer.  
  • თითოეულ მომხმარებელს შეეძლება სისტემაში შესვლა საკუთარი ინფორმაციის გამოყენებით, რის შემდგომაც სისტემა განუსაზღვრავს თუ რისი ხილვა და რა ოპერაციის შესრულება შეუძლია მას.   
  • Adminს ექნება კონტროლი პროდუქციაზე.ექნება ცალკე სამართავი პანელი და შეეძლება დაამატოს ახალი პროდუქტი და შეცვალოს ან წაშალოს უკვე არსებული. დამატება-შეცვლისას გვექნება ფორმები ვერიფიკაციით.  
  • Product Ownerს ექნება სამართავი პანელი და შეძლებს ნებისმიერ მომხარებლის უფლებები შეცვალოს. შეეძლება დაბლოკოს არსებული მომხარებელი, მისცეს ადმინის პრივილეგიები ან წაართვას იგი.  
  • Buyerს თავისთავად ექნება საშუალება დაათვალიეროს ვებსაიტი, შეარჩიოს მისთვის სასურველი პროდუქცია ან პროდუქციები და შეიძინოს. Bonus: Ასევე მასაც ექნება საკუთარი პანელი ცალკე, სადაც შეძლებს საკუთარი სახელის, ელ-ფოსტის და პაროლის შეცვლას შეძლებს.   
  • მომხმარებლისთვის განკუთვნილ ვებ აპლიკაციაში უნდა იყოს შესაძლებელი:  
  • სასურველი პრეფერენსების მიხედვით პროდუქციის გაფილტვრა  
  • მომხარებლის რეგისტრაცია, ავტორიზაცია  
  • საკუთარი ინფორმაციის ცვლილება  
  • პროდუქციის დამატება, შეცვლა ან წაშლა  
  • პროდუქციის კალათაში ჩაგდება და შეძენა  
  • ონლაინ გადახდის გვერდი  
  • ვებ გვერდზე უნდა იყოს ენის ცვლილება ქართულიდან ინგლისურზე და პირიქით  
  • ვებ გვერდზე იქნება ინფორმაციის ფეიჯი, სადაც იქნება ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ და რუკა, სადაც ნაჩვენები იქნება კომპანიის ოფისის მისამართი   
  • ვებ გვერდი უნდა იყოს მორგებული Desktop, Planshet, Mobile მოწყობილობებს მაქსიმალურად  
  • საიტს ექნება პროდუქციის დაჯავშნის სისტემა და თუ დაჯავშნილი პროდუქცია ბოლოა რაოდენობაში, მისი ყიდვის ფუნქციონალი უნდა გაითიშოს.  

ინსტრუქცია სტუდენტებისთვის:   

ყურადღებით წაიკითხეთ მითითებული დავალების შესახებ ინფორმაცია.   

დავალების შესასრულებლად მოგეცემათ კონკრეტული დრო. პროექტის დავალებებზე უნდა იმუშაოთ დამოუკიდებლად და არ უნდა გაუზიაროთ თქვენი სამუშაო სხვა სტუდენტებს (აღნიშნული წესი მკაცრად გაკონტროლდება).   

პროექტზე მუშაობისას კონსულტირების საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ინსტრუქტორს სალექციო პროცესისას ან ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმის საშუალებით.   

ზოგადი ინფორმაცია 

საქართველოს ბაზარზე შეიქმნა კომპანია EShop, რომელსაც სურს იყოს ამ ქვეყანაში N1 ონლაინ ტექნიკის მაღაზია, რომელსაც ფიზიკური მაღაზია არ ექნება.  Სურს შექმნას უკვე არსებული რამდენიმე საუკეთესო ტექნიკის ვებსაიტის ანალოგი. Საიტი უნდა იყოს იმ დონის, რომ დააკმაყოფილოს ყველა თანამედროვე სტანდარტები. 

კომპანიის ბიზნეს მოდელი შემდეგია: 

კომპანიის ვებ აპლიკაცია შედგება სამი ნაწილისგან. Პირველია ბიზნესის თანამშრომლებისთვის(Admin), მეორე თავად ბიზნესის მფლობელისთვის, ანუ ჩვენი დამკვეთისთვის(Product Owner) და ბოლოს ასევე მომხარებლის(Buyer) მხარისთვის, რომელსაც თავისთავად პროდუქტის დათვალიერება, დაჯავშნა ყიდვა და გადახდა შეეძლება. სისტემის დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს B2B CMS  (Business-to-Business Content management system) ვებ გევრდების დიზაინს, მეორე ვებ აპლიკაცია განკუთვნილია მომხმარებლებისთვის სადაც მომხმარებლები შეძლებენ მათთვის სასურველი სასტუმროს მოძებნას და დაჯავშნას, ვებ გევდის დიზაინი უნდა აკმაყოფილებდეს B2C (Business-to-consumer) ვებ გვერდის სტანდარტებს.  

  • სისტემაში უნდა იყოს დანერგილი User management systems, რომლის საფუძველზე მომხარებლებს ექნაბათ შემდეგი სამი სტატუსისგან ერთ-ერთი. Product Owner, Admin, Buyer. 
  • თითოეულ მომხმარებელს შეეძლება სისტემაში შესვლა საკუთარი ინფორმაციის გამოყენებით, რის შემდგომაც სისტემა განუსაზღვრავს თუ რისი ხილვა და რა ოპერაციის შესრულება შეუძლია მას.  
  • Adminს ექნება კონტროლი პროდუქციაზე.ექნება ცალკე სამართავი პანელი და Შეეძლება დაამატოს ახალი პროდუქტი და შეცვალოს ან წაშალოს უკვე არსებული. Დამატება-შეცვლისას გვექნება ფორმები ვერიფიკაციით. 
  • Product Ownerს ექნება სამართავი პანელი და შეძლებს ნებისმიერ მომხარებლის უფლებები შეცვალოს. Შეეძლება დაბლოკოს არსებული მომხარებელი, მისცეს ადმინის პრივილეგიები ან წაართვას იგი. 
  • Buyerს თავისთავად ექნება საშუალება დაათვალიეროს ვებსაიტი, შეარჩიოს მისთვის სასურველი პროდუქცია ან პროდუქციები და შეიძინოს. Bonus: Ასევე მასაც ექნება საკუთარი პანელი ცალკე, სადაც შეძლებს საკუთარი სახელის, ელ-ფოსტის და პაროლის შეცვლას შეძლებს.  
  • მომხმარებლისთვის განკუთვნილ ვებ აპლიკაციაში უნდა იყოს შესაძლებელი: 
  • Სასურველი პრეფერენსების მიხედვით პროდუქციის გაფილტვრა 
  • მომხარებლის რეგისტრაცია, ავტორიზაცია 
  • საკუთარი ინფორმაციის ცვლილება 
  • პროდუქციის დამატება, შეცვლა ან წაშლა 
  • პროდუქციის კალათაში ჩაგდება და შეძენა 
  • ონლაინ გადახდის გვერდი 
  • ვებ გვერდზე უნდა იყოს ენის ცვლილება ქართულიდან ინგლისურზე და პირიქით 
  • ვებ გვერდზე იქნება ინფორმაციის ფეიჯი, სადაც იქნება ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ და რუკა, სადაც ნაჩვენები იქნება კომპანიის ოფისის მისამართი  
  • ვებ გვერდი უნდა იყოს მორგებული Desktop, Planshet, Mobile მოწყობილობებს მაქსიმალურად 
  • Bonus*: საიტს ექნება პროდუქციის დაჯავშნის სისტემა და თუ დაჯავშნილი პროდუქცია ბოლოა რაოდენობაში, მისი ყიდვის ფუნქციონალი უნდა გაითიშოს. 

თქვენი დავალება იქნება არსებული აპლიკაციის გაანალიზება, მონახაზისა და არქიტექტურის დაგეგმარება და შესრულება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი გასასტილი ფრეიმვორკი. Თქვენ მაქსიმალურად დეტალურად უნდა გაწეროთ Taskების შესრულების დრო, შესაძლოა დაყოთ თითოეული მოცემული დავალება(Task) subtask-ად. Გამოვიყენებთ Kanban Boardს თასქების გასაკონტროლებლად. 

დავალება 1 

დაიწყეთ მუშაობა B2C ტიპის ვებ გვერდზე, მუშაობა დაიწყეთ ზოგად კომპონენტებზე რომლის გამოყენებაც შეგეძლებათ ყველა გვერდზე : ვებ გვერდის სანავიგაციო პანელი, footer სექცია ზოგადი ინფორმაციით(სოციალური ქსელების მისამართებით, copyright და ასე შემდეგ)  

შექმენით ვებ აპლიკაციის საწყისი გვერდი, რომელზეც მოცემული შემდეგი ინფორმაცია :  

  • Უახლესი პროდუქტები(სურათებიანი სლაიდერი) 

  • Ცხელი შეთავაზებები(პროდუქციის სლაიდერი) 

  • Ყველაზე ხშირად გაყიდული პროდუქცია 

  ასევე შექმენით რეგისტრაცია/ავტორიზაციის ფორმები.   

დავალება 2  

საწყისი გვერდის გამართვის შემდეგ დაიწყეთ მუშაობა  B2C ტიპის ვებ გვერდის მეორე გვერდზე რომელიც წარმოადგენს პროდუქციის იმ ჩამონათვალს, რომელსაც მომხარებელი(Buyer) გაფილტრავს ნავიგაციის პანელიდან. Პირველად მომხარებელს შეუძლია აირჩიოს პროდუქციის სასურველ კატეგორიას, მიიღებს შესაბამისი პროდუქციის სრულ ჩამონათვალს, შემდეგ კი შეეძლება მისი გაფილტვრა ფასისა და ბრენდის მიხედვით. 

Სასურველია აქვე გაკეთდეს მომხარებლის პანელი, საიდანაც საკუთარი მონაცემების შეცვლა შეეძლება. 

 

დავალება 3  

დაიწყეთ მუშაობა  B2C ტიპის ვებ აპლიკაციის მესამე გვერდზე რომელიც იქნება პროდუქციის სრული ინფორამციის გვერდი, სადაც მოცემული იქნება შემდეგი ინფორმაცია   

  • პროდუქციის სურათი  

  • ბრენდი  

  • მოდელი  

  • ვარსკვლავების რაოდენობა  

  • ზოგადი ინფორმაცია(Description)  

 ამ გვერდის მეშვეობით მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს სასურველი პროდუქცია და დააჭიროს ღილაკს “ყიდვა”, რომელიც ჩაუგდებს სასურველ პროდუქციას “კალათაში”.  

  

დავალება 4  

დაასრულეთ მომხარებლის “კალათა”ს ფუნქციონალი, სადაც ის ნახავს არჩეულ პროდუქციას, მათ საერთო ღირებულებას და შეეძლება ყველას ყიდვა. Ღილაკზე დაჭერისას, გადავა ყიდვის ფეიჯზე, რომელიც აწყობილი იქნება Stripeით. 

  

დავალება 5 

შექმენით Admin პანელი, საიდანაც შესაძლებელი იქნება პროდუქციის ატვირთვა, არსებულის შეცვლა ან წაშლა. 

დავალება 6  

შექმენით Product Ownerის პანელი, სადაც 

  

დავალება 7 

დაიწყეთ მუშაობა ვებ გევრდის დოკუმენტაციის შექმნაზე რომელშიც იქნება აღწერილი ყველა წვრილმანი აღნიშნული პრეოქტის შესახებ  

შეფასების რუბრიკა  

A   

 

First-Class Honours (First or 1st) (70% and above)  

  • ეფექტური პრეზენტაციით წარადგენს შესრულებულ დავალებას.  

  • დავალება შესრულებულია განსაზღვრულ ვადებში.  

  • სწორად მუშაობს რესპონსივ დიზაინი. 

  • მუშაობს ყველა ან უმეტესობა იმ ფუნქციონალებისა რაც აღწერილი იყო დავალებაში 

  • მომზადებულია სწორი დოკუმენტაცია 

  • პროდუქციას აქვს დაჯავშნის ფუნქციონალი 

B  

Upper Second-Class Honours (2:1, 2. i) (60-70%)  

  • დავალება შეასრულა განსაზღვრულ ვადებში  

  • მომხარებელს შეუძლია პროდუქციის დათვალიერება, გაფილტვრა და ყიდვა. 

  • ნაწილობრივ მაინც მუშაობს ერთ-ერთი მაინც, Admin ან Product Ownerის ფუნქციონალები. 

  • აპლიკაციას აქვს ინფორმაციის ფეიჯი 

  • მუშაობს რეგისტრაცია 

C  

Lower Second-Class Honours (2:2, 2. ii) (50-60%)  

  • დავალება ვერ შეასრულა განსაზღვრულ ვადებში 

  • მუშაობს პროექტის მხოლოდ ძირითადი, ბაზისური ნაწილები 

  • აპლიკაციაში არის ბაგების გამრკვეული რაოდენობა 

  • ბაგები ხელს მკვეთრად არ უშლის ფუნქციონალს 

  • აპლიკაციაას არ აქვს კარგი რესპონსივ დიზაინი 

D  

Third-Class Honours (Third or 3rd) (40-50%)  

  • დავალება ვერ შეასრულა განსაზღვრულ ვადებში  

  • აპლიკაციას არ ირთვება, ან აქვს ბაგების ძალიან დიდი რაოდენობა 

  • ბაგები ხელს უშლის აპლიკაციის გამართულად მუშაობას 

  • ვებ გვერდზე არ არის სწორად ორგანიზებული რესპონსივ გვერდები  

ზემოთ აღწერილი შეფასების ინდიკატორები გამოიყენება სტუდენტისგან ინსრუქტორთან გადაგზავნილი დავალების შეფასების დროს. თუ სტუდენტმა საერთოდ არ გააგზავნა დავალება  

ავტომატურად შეფასებაში იწერება D.  

კურსზე რეგისტრაცია

დარეგისტრირდი

ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული?

გაიარე კონსულტაცია