გიგა ჯაჭვაძე

ლექტორი

გამოცდილება

  • Angular Developer

  • Angular Developer

72 ლექცია
144 საათი
6 თვე

ღირებულება

თვეში 670₾ 8 თვის განმავლობაში

6 მარ 2023

თავისუფალია

დამატებითი კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:

მისამართი

Chavchavadze str. 37M, Axis Towers Tbilisi, 0165

ელ.ფოსტა

hello@digitalinstitute.ge

ტელეფონი

+995 558 23 58 12

სამუშაო საათები

ორშ - პარ(10:00 - 19:00)

კურსის მიმოხილვა

ბოლო წლებია Frontend Development ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და პერსპექტიულ ინდუსტრიად გვევლინება. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Angular-ის Framework-მა, რომელიც 2016 წელს შეიქმნა Google -ის მიერ. დღეს Angular-ის ტექნოლოგია ყველაზე პოპულარულია და აქტიურ გამოყენებაშია ვებ დეველოპმენტში, და რაც მთავარია ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა დეველოპმენტში.  

ამ კურსის განმავლობაში შეისწავლით Angular -ის 13 სტანდარტს და მიიღებთ ცოდნას, რისი საშუალებითაც შექმნით სრულფასოვან და ფუნქციონალურად გამდიდრებულ Frontend აპლიკაციებს. აპლიკაციები შექმნილი იქნება სწორედ Angular-ის Framework-ით, რასაც დეველოპერულ ენაზე SPA ანუ Single Page Application ეწოდება. კურსის განმავლობაში გაივლით Angular-ის საბაზისო ხელსაწყოებს, დაეუფლებით TypeScript-ის ტექნოლოგიას მაღალ დონეზე.აგრეთვე შეისწავლით Angular-ის ედვენს თულებთან მუშაობას როგორებიცაა: Interceptors, RxJs, NgRx, Resolvers და ა.შ. 

კურსის 6 თვიანი მოდული შედგება 4 თვიანი სწავლა-ტრენინგისგან, რომელიც დატვირთული იქნება სამუშაო დავალებებით და 2 თვიანი ციფრული პროდუქტის აწყობის მოდულისგან, რომელიც გულისხმობს ციფრული პროდუქტის - airbnb.com -ის ანალოგის Angular ტექნოლოგიით აწყობას, სადაც შესწავლილ თეორიას პრაქტიკაში გააცოცხლებთ. 

კურსი ორიენტირებულია project based სწავლებაზე, რაც სტუდენტებს აძლევს საშუალებას, რომ მიიღონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ დაეუფლონ თითოეულ ხელსაწყოს და მასთან მუშაობას რეალურ სამუშაო პირობებში, რაც მათ საბოლოოდ დაეხმარება გახდნენ სრულფასოვანი Junion Angular დეველოპერები 

  ყველა სტუდენტის სწავლის პარალელურად გაივლის კარიერის განვითარების პროგრამას, რომელიც შედგენილია უცხოელი პროფესიონალების მიერ, რომლებსაც ნამუშევარი აქვთ Goldman Sachs London IBS Group ში, McKinsey London Digital-ში, IBM-ის Digital გუნდში, Y Combinator-ის წევრ ტექ კომპანიებში. ხსენებული პროგრამა დაგეხმარებათ არამარტო უცხოეთში, არამედ საქართველოს ბაზარზე დასაქმებაშიც.  

ყველა წარმატებულ კურსდამთავრებულს (ფინალურ გამოცდაში ვინც 70%-ს ან მეტს აიღებს) გამოეყოფა პერსონალური კარიერის მენეჯერი, რომლის სერვისებით სარგებლობასაც პირველი დამსაქმებლის მოძიებიდან 3 წლის განმავლობაში შეძლებთ, რაც ნიშნავს, რომ ეს პერსონალური კარიერის მენეჯერი დაგეხმარება მაშინაც, როცა შენი მეორე ან მესამე დამსაქმებლის მოძიებას დაიწყებ უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციაზე, რადგან შენი წარმატება ჩვენი წარმატებაა! 70%-იანი შეფასების მქონე სტუდენტები აგრეთვე ისარგებლებენ დასაქმების გარანტიით, რაც გულისხმობს, რომ კარიერის მენეჯერი ითანამშრომელებს მათთან იმ დრომდე, სანამ პირველ დამსაქმებელს არ მოიძიებენ და არ დასაქმდებიან წარმატებულად.

 

კურსის გავლის შემდეგ

  • შეგეძლება Single-page ვებ-აპლიკაციების დამოუკიდებლად აწყობა;
  • Angular- ის ყველა ძირითადი კონცეფციის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენება;
  • Angular- ის ეკოსისტემაში სტადარტად ჩამოყალიბებული best practice და არქიტექტურული პატერნის გამოყენება;
  • TypeScript- ის ენაზე დამოუკიდებლად მუშაობა;
  • შეძლებ გამოიყენო თანამედროვე Javascript და ყველა ის ძირითადი კონცეფცია, რომელიც საჭიროა თანამედროვე დინამიკური ვებ-აპლიკაციების ასაწყობად. ახალი ტექნოლოგიების, framework -ების გარჩევა სწავლა და გამოყენება დამოუკიდებლად;
  • დამოუკიდებლად განავითარო საკუთარი თავი სხვა Frontend framework-ზე მუშაობით თუ ბიბლიოთეკის შესწავლით;
  • გექნება სრულფასოვანი წარმოდგენა ვებ გვერდის მუშაობის პრინციპების და მისი კომუნიკაციის შესახებ Backend პლატფორმასთან;
  • გავლილი გექნება ტექნიკური ინტერვიუს ტრენინგი და გეცოდინება როგორ გაიარო ნებისმიერი დამსაქმებლის ტექნიკური ინტერვიუ წარმატებით.
  • გეცოდინება ისეთი პრაქტიკული სქილენბი რასაც დამსაქმებელი ჯუნიორ დეველოპერისგან ელოდება როგორიცაა Payment integrations, Google Map integrations, Social Media Sign In-s და ა.შ.
  • გექნება აწყობილი შენი პირველი სრულფასოვანი ციფრული პროექტი aribnb.com -ის ანალოგის სახით რომელიც იქნება შენი ცოცხალი მაგალითი და ნივთმტკიცება რომ ანგულარის და ზემოთხსენებული ტექნოლოგიებში პრაქტიკული გამოცდილებაც გაქვს და შეგეძლება შენი Github პორტფოლიოშიც ატვირთო

ვისთვის არის კურსი

  • კურსი განკუთვნილია მათთის ვისაც სურს 0-დან შეაბიჯოს პროგრამირების სფეროში და დაეუფლოს ვებ დეველოპმენტს Angular-ის framework-ის მიმართულებით და გახდეს Junior Angular Web დეველოპერი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებით. 
  • კურსი ასევე განკუთვნილია დეველოპერებისთვის, ვინც სხვა ტექნოლოგიებზე მუშაობს და აინტერესებს Angular -ის შესწავლა 
  • ნებისმიერი პროგრამული ენა რომსაც სტუდენტი ფლობს დამატებითად ჩაითვლება უპირატესობად და დაეხმარება მას ვისაც უნდა რომ დასაქმდეს ჯუნიორად Angular -ის ტექნოლოგიის ათვისებაში. 

დასაქმებაში ხელშეწყობა

  • გეძლევათ დასაქმების გარანტია ქართულ და უცხოურ ბაზარზე. Digital Institute იმ დრომდე ითანამშრომლებს თქვენთან, სანამ არ დაგასაქმებთ
  • გაივლი კარიერის განვითარების 24 მოდულიან პროგრამას, რომელიც შედგენილიია ქართველი და უცხოელი პროფესიონალების მიერ. 
  • გაივლი ტრენინგს როგორ დაწერო CV-ი Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით 
  • გაივლი ტრენინგს როგორ დაწერო Cover Letter-ი Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით 
  • გაივლი ტრენინგს როგორ გამართო და გამოიყენო Linked In-ის პლატოფრმა სამუშაოს და სხვადასხვა პროექტების მოსაძიებლად, პროფესიული კავშირების გასაზრდელად და ისწავლი პასიური და აქტიური დამსაქმებლების მოძიების ტექნიკებს. 
  • ისწავლი რას აქცევენ უცოხელი და ქართველი დამსაქმებლები ყურადღებას და როგორ მოვემზადოთ ინტერვიუსთვის 
  • ისწავლი როგორ წარმართო გაცნობითი და ტექნიკური ინტერვიუები წარმატებით და გაივლი ინტერვიუს ტრენინგს და სიმულაციებს 
  • როგორ წარმოაჩინო ინტერვიუზე ახლად მიღებული უნარჩვევები და ცოდნა 
  • გეცოდინება როგორ წარმართო დამსაქმებელთან ხელფასზე მოლაპარაკებები 
  • როგორ მოიძიო მაღალანაზღაურებადი პოზიცია ქვენების მიხედვით (მოიზრება მხოლოდ: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, ევროპის ქვეყნები და საქართველო) 
  • როგორ შეარჩიო დამსაქმებელი და სწორი პროექტი, რაც გამოცდილების კუთხით პროფესიულად გაგანვითარებს და შენს ღირებულებას გაზრდის როგორც დეველოპერის 
  • გამოგეყოფა პერსონალური კარიერის განვითარების მენეჯერი პირველი დამსაქმებლის მოძიებიდან 3 წლის ვადით, რომელიც მუდმივად დაგეხმარება დამსაქმებლების და პროექტების მოძიებაში, აპლიკაციების გადაგზავნაში, რეზიუმესა და ლინქდინის განახლებაში
  • გექნება აწყობილი შენი პირველი სრულყოფილი ციფრული პროექტი airbnb.com-ის ანალოგის სახით Agnular-ის Framework-ით, რაც იქნება შენს მიერ აწყობილი პირველი სრულყოფილი ციფრული პროდუქტი რომლის წარმოჩენას შენს საკუთარ Github პორტფოლიოშიც შეზლებ დამსაქმებლის დასანახად და ტექნიკურ გასაუბრებაზე უპირატესობის მოსაპოვებლად. 

როგორი იქნება შენი CV კურსის გავლის შემდეგ

პოზიცია

Junior Angular Developer

Angular დეველოპერის ხელფასი საქართველოში

კურსის დამთავრებიდან 1 წელში 3 000 - 4 000₾ Lower Middle Developer

კურსის დამთავრებიდან 2 წელში 4 000 - 6 000₾ Middle Middle Developer

კურსის დამთავრებიდან 3 წელში 5 000 - 8 000₾ Upper Middle Developer

კურსის დამთავრებიდან 4 წელში 6 000 - 10 000₾ Senior Developer

პროფესიონალური უნარები

  1. HTML
  2. CSS
  3. Bootstrap
  4. JavaScript
  5. OOP
  6. AJAX
  7. jQuery
  8. TypeScript
  9. Angular13
  10. RxJs
  11. NgRx
  12. Angular
  13. Material UI
  14. Firebase
  15. GIT
  16. Payment integrations
  17. Google Map integrations
  18. Social Media Sign In-s

როგორ გამოიყურება შენი ფინალური პროექტი კურსის ბოლოს

გექნება აწყობილი შენი პირველი სრულფასოვანი ციფრული პროექტი aribnb.com -ის ანალოგის სახით რომლიც იქნება შენი ცოცხალი მაგალითი და ნივთმტკიცება რომ ანგულარის და ზემოთხსენებული ტექნოლოგიებში პრაქტიკული გამოცდილებაც გაქვს და შეგეძლება რომ შენ Github პორტფოლიოშიც ატვირთო. 

კომპანიის ვებ აპლიკაციის შემადგენლობაში შევა ორი ვებ გვერდი , პირველი ვებ გვერდი  განკუთვნილი იქნება ბიზნეს კლიენტებისთვის (სასტუმროებისთვის) რომლებიც შეძლებენ დარეგისტრირებას და საკუთარი სასტუმროს ინფორმაციის განთავსებას, რაც საბოლოოდ  აისახება კლიენტის ვებ გერდზე მას შემდეგ რაც გაივლის ვერიფიცირებას სისტემის ადმინისტრატორის მიერ, სისტემის დიზაინი შესაბამისობაში შევა B2B CMS  (Business-to-Business Content management system) ვებ გევრდების დიზაინთან, მეორე ვებ აპლიკაცია განკუთვნილი იქნება მომხმარებლებისთვის სადაც მომხმარებლები შეძლებენ მათთვის სასურველი სასტუმროს მოძებნას და დაჯავშნას, ვებ გევდის დიზაინი დააკმაყოფილებს B2C (Business-to-consumer) ვებ გვერდის სტანდარტებს.  

B2B CMS  ტიპის ვებ გვერდის აუცილებელ ფუნქციონალში წარმოადგენილი იქნება შემდეგი:  

  • სისტემაში იქნება დანერგილი User management systems  რომლის საფუძველზე სისტემის ადმინისტრაორი განუსაზღვრავს მომხმარებლებს სტატუსს. სტატუსი შედგება 3 ტიპისგან : Hotel,System Manager, Guest.  
  • თითოეულ მომხმარებელს შეეძლება სისტემაში შესვლა საკუთარი ინფორმაციის გამოყენებით, რის შემდგომაც სისტემა განუსაზღვრავს თუ რისი ხილვა შეეძლება მას.  
  • სასტუმროს წარმომადგენელს, ბიზნეს კლიენტს ექნება საშუალება რომ სისტემაში დაარეგისტრიროს საკუთარი სასტუმრო, აღწეროს მისი ზოგადი ინფორმაცია და დეტალები, დაამატოს სასტუმროს ოთახები, დაამატოს დღეების ცხრილი რის მეშვეობითაც მოხდება ოთახების ჯავშნების კონტროლი. სასტუმროს წარმომადგენელს ექნება საშუალება რომ დაამატოს გარკვეული შეთავაზებები და ფასდაკლებები გარკვეული დღეების მიხედვით.  
  • სისტემის ადმინისტრატორს შეეძლება გადახედოს თითოეულ სასტუმროს მონაცემებს, ჩაატაროს მათი ვერიფიცირება, არასასურველი სასტუმროები წაშალოს ქსელიდან ან დაარედაქტიროს მათი მონაცემები და განუსაზღვროს ფასნამატი თითოეულ მათგანს ( მარჟა).  
  • სტუმარს შეეძლება სისტემის ადმინისტრატორის მიერ განსაზღვრული გვერდების დათვალიერება ცვლილების შეტანის შესაძლებლობის გარეშე.  
  • მომხმარებლისთვის განკუთვნილ ვებ აპლიკაციაში შესაძლებელი იქნებაზ შემდეგი:  
  • მომხმარებლის რეგისტრაცია, ავტორიზაცია  
  • საკუთარი ინფორმაციის ცვლილება(სახელი,ელ.ფოსტა, პაროლი....)  
  • სასურველი ინფორმაციის მიხედვით სასტუმრობების დაფილტვრა  
  • სასტუმროს სრული აღწერილობის ნახვა  
  • სასურველი დღეების მიხედვით, ოთახების დაჯავშნა.  
  • ონლაინ გადახდის გვერდი.  
  • ყველა არსებული ჯავშნის ნახვა  
  • ჯავშნის გაუქმენა  
  • ვებ გვერდზე იქნება შესაძლებელი ენის ცვლილება,   
  • ვებ გვერდი იქნება მორგებული: Desktop, Mobile, Planshet მოწყობილობებზე.  

ინსტრუქცია სტუდენტებისთვის: 

ყურადღებით წაიკითხეთ მითითებული დავალების შესახებ ინფორმაცია. 

დავალების შესასრულებლად მოგეცემათ კონკრეტული დრო. პროექტის დავალებებზე უნდა იმუშაოთ დამოუკიდებლად და არ უნდა გაუზიაროთ თქვენი სამუშაო სხვა სტუდენტებს (აღნიშნული წესი მკაცრად გაკონტროლდება). 

პროექტზე მუშაობისას კონსულტირების საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ინსტრუქტორს სალექციო პროცესისას ან ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმის საშუალებით. 

ზოგადი ინფორმაცია  

საქართველოს ბაზარზე შეიქმნა კომპანია TravelMore რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს ქვეყნის შიდა ტურიზმის დანერგვა და პოპულარიზება. კომპანიის მენეჯერს გადაწყვეტილი აქვს, რომ შექმნას ვებ გვერდი რომელიც დააკმაყოფილებს თანამედროვე ტურისტული ვებ გვერდების სტანდარტებს. 

კომპანიის ბიზნეს მოდელი შემდეგია :  

  • კომპანიის ვებ აპლიკაცია უნდა შედგებოდეს ორი ვებ გვერდისგან , პირველი ვებ გვერდი  განკუთვნილი იქნება ბიზნეს კლიენტებისთვის(სასტუმროებისთვის) რომლებიც შეძლებენ დარეგისტრირებას და საკუთარი სასტუმროს ინფორმაციის განთავსებას, რაც საბოლოოდ  აისახება კლიენტის ვებ გერდზე მას შემდეგ რაც გაივლის ვერიფიცირებას სისტემის ადმინისტრატორის მიერ,სისტემის დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს B2B CMS  (Business-to-Business Content management system) ვებ გევრდების დიზაინს, მეორე ვებ აპლიკაცია განკუთვნილია მომხმარებლებისთვის სადაც მომხმარებლები შეძლებენ მათთვის სასურველი სასტუმროს მოძებნას და დაჯავშნას, ვებ გევდის დიზაინი უნდა აკმაყოფილებდეს B2C (Business-to-consumer) ვებ გვერდის სტანდარტებს. 
  • B2B CMS  ტიპის ვებ გვერდის აუცილებელ ფუნქციონალს წარმოადგენს შემდეგი: 
  • სისტემაში უნდა იყოს დანერგილი User management systems  რომლის საფუძველზე სისტემის ადმინისტრაორი განუსაზღვრავს მომხმარებლებს სტატუსს. სტატუსი შედგება 3 ტიპისგან : Hotel,System Manager, Guest. 
  • თითოეულ მომხმარებელს შეეძლება სისტემაში შესვლა საკუთარი ინფორმაციის გამოყენებით, რის შემდგომაც სისტემა განუსაზღვრავს თუ რისი ხილვა შეუძლია მას. 
  • სასტუმროს წარმომადგენელს, ბიზნეს კლიენტს ექნება საშუალება რომ სისტემაში დაარეგისტრიროს საკუთარი სასტუმრო, აღწეროს მისი ზოგადი ინფორმაცია და დეტალები, დაამატოს სასტუმროს ოთახები, დაამატოს დღეების ცხრილი რის მეშვეობითაც მოხდება ოთახების ჯავშნების კონტროლი, სასტუმროს წარმომადგენელს ექნება საშუალება რომ დაამატოს გარკვეული შეთავაზებები და ფასდაკლებები გარკვეული დღეების მიხედვით. 
  • სისტემის ადმინისტრატორს შეეძლება გადახედოს თითოეული სასტუმროს მონაცემებს, ჩაატაროს მათი ვერიფიცირება, არასასურველი სატუმროები წაშალოს ქსელიდან ან დაარედაქტიროს მათი მონაცემები და განუსაზღვროს ფასნამატი თითოეულ მათგანს ( მარჟა). 
  • სტუმარს შეეძლება სისტემის ადმინისტრატორის მიერ განსაზღვრული გვერდების დათვალიერება ცვლილების შეტანის შესაძლებლობის გარეშე. 
  • მომხმარებლისთვის განკუთვნილ ვებ აპლიკაციაში უნდა იყოს შესაძლებელი  
  • მომხმარებლის რეგისტრაცია, ავტორიზაცია 
  • საკუთარი ინფორმაციის ცვლილება(სახელი,ელ.ფოსტა, პაროლი....) 
  • სასურველი ინფორმაციის მიხედვით სასტუმროების დაფილტვრა 
  • სასტუმროს სრული აღწერილობის ნახვა 
  • სასურველი დღეების მიხედვით, ოთახების დაჯავშნა. 
  • ონლაინ გადახდის გვერდი. 
  • ყველა არსებული ჯავშნის ნახვა 
  • ჯავშნის გაუქმენა 
  • ვებ გვერდზე უნდა იყოს შესაძლებელი ენის ცვლილება,  
  • ვებ გვერდი უნდა იყოს მორგებული: Desktop, Mobile, Planshet მოწყობილობებს. 

სასტუმროს მენეჯერმა გადაწყვიტა რომ დაგიქირაოთ თქვენ როგორც web დეველოპერი, რომელიც შექმნის კომპანიისთვის B2C ვებ აპლიკაციას, ტექნოლოგიურ ჭრილში არ ხართ შეზღუდული, თქვენს მოვალეობაში შედის ასევე ყველა აუცილებელი ხელსაწყოსა და ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება  როგორიცაა სერვერი, დომეინი, SaaS (Software as a service) და ასე შემდეგ რომ მოხდეს პროექტის დაწყებამდე ხარჯების დათვლა, ასევე თქვენს მოვალეობას წარმოადგენს პროექტის დასრულების შემდგომ დოკუმენტაციის დაწერა. 

დავალება 1 – დრო 10 სთ 

დაიწყეთ მუშაობა B2C ტიპის ვებ გვერდზე, მუშაობა დაიწყეთ ზოგად კომპონენტებზე რომლის გამოყენებაც შეგეძლებათ ყველა გვერდზე : ვებ გვერდის სანავიგაციო პანელი, footer სექცია ზოგადი ინფორმაციით(სოციალური ქსელების მისამართებით, copyright და ასე შემდეგ) 

შექმენით ვებ აპლიკაციის საწყისი გვერდი, რომელზეც მოცემული შემდეგი ინფორმაცია : 

  • ყველაზე მოთხოვნადი სასტუმროები 

  • ყველაზე მოთხოვნახი რეგიონები  

  • ბოლო სიახლეები ტურიზმიდან 

 

  ასევე შექმენით რეგისტრაცია/ავტორიზაციის ფორმები.  

 

დავალება 2 – დრო 10 სთ 

  საწყისი გვერდის გამართვის შემდეგ დაიწყეთ მუშაობა  B2C ტიპის ვებ გვერდის მეორე გვერდზე რომელიც წარმოადგენს ძებნის გვრდს, ზებნის გევრდზე უნდა იყოს მოცემული კომპონენტები: 

  • საძიებო ფორმა , რომელიც მისცემს მომხმარებელს საშვალებას რომ ყველა კრიტერიუმის მიხედვით შეძლოს სასურველი სასტუმროს მოძიება: 

  1. სასტუმროს სახელი 

  1. ქალაქი 

  1. მისამართი 

  1. ვარსკვლავების რაოდენობა 

  1. ოთახების რაოდენობა 

  1. სასტუმროს ზოგადი მახასიათებლები(პარკინგი, აუზი, საუნა .....) 

  • სასტუმროს ელემენტები რომლებიც აკმაყოფილებენ საძიებო ინფორმაციას, სასურველია სასტუმროს ინფორმაცია გამოტანილი იყოს card ების ფორმატიტ. 

დავალება 3 – 5 სთ 

დაიწყეთ მუშაობა  B2C ტიპის ვებ აპლიკაციის მესამე გვერდზე რომელიც იქნება სასტუმროს სრული ინფორამციის გვერდი, სადაც მოცემული იქნება შემდეგი ინფორმაცია  

  • სასტუმროს ბანერის სურათი 

  • სახელი 

  • მისამართი 

  • ვარსკვლავების რაოდენობა 

  • ზოგადი ინფორმაცია(facility items) 

  • ოთახების რაოდენობა 

  • თითოეული ოთახის სურათი სლაიდერის პორმატით 

  • ადგილების რაოდენობა 

  • ბავშვების განთავსების პოლიტიკა 

 ამ გვერდის მეშვეობით მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს სასურველი ოთახი 

 

 

დავალება 4– დრო 5 სთ 

 შექმენით B2C ვებ აპლიკაციის დაჯავშნის გვერდი, სადაც მომხმარებელი შეძლებს არჩეული სასტუმროს და არჩეული ოთახის სრტული ინფორმაციის ხილვას, საბოლოოდ კი ექნება საშვალება რომ მოცემულ თარიღში განახორციელოს ჯავშანი არჩეული ინფორმაციის საფუძველზე, რის შემდეგაც მოხდება თბს ბანკის ონლაინ გადახდის გვერდის ჩატვირთვა. 

 

დავალება 5– 10 სთ 

შექმენით B2C ვებ აპლიკაციის ისტორიის გვერდი, სადაც გამოჩნდება ყველა ჯავშნის ინფორმაცია, სასურველია ინფორმაცია იყოს მოცემული ცხრილის ფორმატიტ,  დაიწყეთ მუშაობა ვებ გევრდის responsive დიზაინის შესაქმნელად რომ მოერგოს შემდეგ პლატფორმებს შმედეგ პლატფორმებს :  Desktop, Mobile, Planshet,  

დავალება 6– 5სთ 

დაიწყეთ მუშაობა ვებ გევრდის დოკუმენტაციის შექმნაზე რომელშიც იქნება აღწერილი ყველა წვრილმანი აღნიშნული პრეოქტის შესახებ 

 

შეფასების რუბრიკა 

A  

First-Class Honours (First or 1st) (70% and above) 

  • ეფექტური პრეზენტაციით წარადგენს შესრულებულ დავალებას. 

  • დავალება შესრულებულია განსაზღვრულ ვადებში. 

  • ვებ გვერდი მორგებულია SEO კონცეფციას. 

  • პროექტის მსვლელობის დროს გამოყენებულია მხოლოდ ის ხელსაწყობი რომლის შესახებაც წინასწარ აქვს მიწოდებული ინფორმაცია მენეჯერისთვის. 

  • B2C ვებ გვერდზე სწორად არის დაგეგმილი რესპონსივ დიზაინი. 

  • მომზადებულია სწორი დოკუმენტაცია მთლიანი Software-ს შესახებ 

Upper Second-Class Honours (2:1, 2. i) (60-70%) 

  • პრეზენტაციით წარადგენს შესრულებულ დავალებას 

  • დავალება შეასრულა განსაზღვრულ ვადებში 

  • B2C ვებ გვერდის გარკვეული ფრაგმენტები არ იცავს რესპონსივ დიზაინს 

  • პროექტის დროს გაჩნდა აუცილებლობა ხელფასწოს გამოყენების რომელიც წინასწარ არ იყო განსაზღვრული 

  • დოკუმენტაციაში ჩანს ფრაგმენტები რომელიც არ არის აღწერილი სრულად ან ბუნდოვანია 

Lower Second-Class Honours (2:2, 2. ii) (50-60%) 

  • არ წარადგენს პრეზენტაციით შესრულებულ დავალებას 

  • დავალება ვერ შეასრულა განსაზღვრულ ვადებში 

  • პროექტის შესახებ დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი 

  • ვებ გერვდი ვერ იცავს SEO სტანდარტებს 

  • ვებ გვერდზე არ არის სწორად ორგანიზებული რესპონსივ გვერდები 

Third-Class Honours (Third or 3rd) (40-50%) 

  • არ წარადგენს პრეზენტაციით შესრულებულ დავალებას 

  • დავალება ვერ შეასრულა განსაზღვრულ ვადებში 

  • ვებ გვერდზე დანაკლისია იმ ფუნქციონალის რომელიც ბიზნეს მოდელში იყო აღწერილი 

  • პროექტის შესახებ დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი 

  • ვებ გერვდი ვერ იცავს SEO სტანდარტებს 

  • ვებ გვერდზე არ არის სწორად ორგანიზებული რესპონსივ გვერდები 

ზემოთ აღწერილი შეფასების ინდიკატორები გამოიყენება სტუდენტისგან ინსრუქტორთან გადაგზავნილი დავალების შეფასების დროს. თუ სტუდენტმა საერთოდ არ გააგზავნა დავალება 

ავტომატურად შეფასებაში იწერება D. 

კურსზე რეგისტრაცია

დარეგისტრირდი

ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული?

გაიარე კონსულტაცია