მარიამ კაჭარავა

ლექტორი

გამოცდილება

  • Graphic Designer

  • Art Director/Designer

  • Graphic Designer

12 ლექცია
24 საათი
1.5 თვე

ღირებულება

998₾

21 მარ 2023

თავისუფალია

დამატებითი კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:

მისამართი

Chavchavadze str. 37M, Axis Towers Tbilisi, 0165

ელ.ფოსტა

hello@digitalinstitute.ge

ტელეფონი

+995 558 23 58 12

სამუშაო საათები

ორშ - პარ(10:00 - 19:00)

კურსის მიმოხილვა

გრაფიკული დიზაინის გარეშე თანამედროვე ციფრული სამყარო წარმოუდგენელია. ეს პროფესია მუდმივად ვითარდება, იცვლება ტრენდები და სტილი.   სწორედ ვიზუალური კომუნიკაცია ქმნის პირველ შთაბეჭდილებას ნებისმიერ პროდუქტსა თუ სერვისზე. 
კურსის მიზანია პირველი ნაბიჯების გამარტივება გრაფიკულ დიზაინში - ეს არის გრაფიკული დიზაინის საწყისები, რომელიც შედგება 12 ლექციისგან. პირველი ექვსი ლექცია დაეთმობა Adobe Photoshop-ის საწყისი და მნიშვნელოვანი ელემენტების სწავლას, ხოლო დარჩენილი 6 ლექციის პერიოდში სტუდენტები Adobe Illustrator-ს გაეცნობიან.
ტრენერი გრაფიკული დიზაინის ტექნიკურ მხარესთან ერთად, ისაუბრებს თეორიულ ნაწილზეც, გააზიარებს საკუთარ გამოცდილებებს და მარტივ ხერხებს როგორც Adobe პროგრამებში, ასევე კარიერულ ნაბიჯებში.
 

კურსის გავლის შემდეგ

  • შეძლებ ვიზუალის მასშტაბების და პარამეტრების სწორად აღქმას;
  • გეცოდინება როგორ შექმნა ტექნიკურად და შინაარსობრივად გამართული ვიზუალები; 
  • გააკეთებ მარტივ ფოტომანიპულაციებს;
  • ააწყობ საინტერესო პოსტერებს;
  • ისწავლი ვექტორული ნამუშევრების აწყობას;
  • იმუშავებ ლოგოების შექმნასა და ბრენდის იდენტობის პრინციპებზე;
  • ისწავლი საბეჭდი ფაილების მომზადებას;
  • დახვეწავ შენს ნამუშევრებს და ააწყობ პორტფოლიოს behance-სა და სხვა პლატფორმებზე;
  • შეძლებ დამოუკიდებლად გააგრძელო სწავლა და განივითარო შეძენილი უნარები, რაც დაგეხმარება ინდივიდუალური ციფრული ნამუშევრების შექმნაში;
  • გეცოდინება რა ნაბიჯები უნდა გადადგა ფრილანსერად დასაქმებისთვის;
  • 5 საუკეთესო სტუდენტი სტაჟირებას გაივლის ჩვენს პარტნიორ კომპანიებში.

 

ვისთვის არის კურსი


კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის, ვისაც სურს 0-დან ისწავლოს გრაფიკული დიზაინი და მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა, თუმცა სურს უფრო პროფესიულად შეისწავლოს ეს მიმართულება, ცოდნა გახადოს უფრო სტრუქტურიზებული, დაეუფლოს პროგრამებთან მუშაობის მარტივ ხერხებს და გაიზიაროს გამოცდილი გრაფიკული დიზაინერების გამოცდილება. 
 

დეტალური ინფორმაცი ხელმისაწვდომი იქნება რეგისტრაციის შემდეგ.

კურსზე რეგისტრაცია

დარეგისტრირდი

ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული?

გაიარე კონსულტაცია