რა არის Digital Institute?

Digital Institute არის პირველი IT აკადემია, რომელიც გამოირჩევა თავისი მიდგომით - ასწავლოს და მიაწოდოს ახალგაზრდებს პრაქტიკული გამოცდილება კომპიუტერულ მეცნიერებაში, ხოლო შემდგომ დაასაქმოს მოწინავე ქართულ და უცხოურ ორგანიზაციებში Software Development-ის მიმართულებით.

კურსის დასრულების შემდეგ დავსაქმდები?

ჩვენი წარმატებული სტუდენტები (70%+ შეფასების მქონე) ისარგებლებენ დასაქმების გარანტიით. პერსონალური კარიერის მენეჯერი ყოველ მათგანს დაეხმარება პირველი დამსაქმებლის მოძიებასა და დასაქმებაში.

კარიერულ განვითარებაში როგორ დამეხმარებით?

სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების პროგრამას, სადაც შეისწავლი რეზიუმეს სწორად შედგენას, LinkedIn-ის გამართვას, გასაუბრების ხელოვნებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ასევე, სწავლის დასრულების შემდეგ გეყოლება პერსონალური კარიერის განვითარების მენეჯერი 3 წლის ვადით, რომელიც დაგეხმარება დამსაქმებლებისა და პროექტების მოძიებაში, აპლიკაციების გადაგზავნაში, რეზიუმესა და ლინკდინის განახლებაში.

სწავლის როგორი მეთოდოლოგია გაქვთ?

კურსი ორიენტირებულია Project Based სწავლებაზე, რაც სტუდენტებს თეორიული ცოდნის მიღების გარდა, მნიშვნელოვანი ხელსაწყოების დაუფლებასა დამათ რეალურ სამუშაო პირობებში გამოყენებას ასწავლის. ყოველივე ეს სტუდენტს სრულფასოვან Junior დეველოპერად ჩამოყალიბებაში ეხმარება.

კურსის გასავლელად ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია?

ლექციები ტარდება ქართულ ენაზე და რადგან კოდის დასაწერად ლათინური ანბანი გამოიყენება, ინგლისურის ელემენტარულ დონეზე ცოდნასაკმარისია.

როგორია სასწავლო მოდელი?

7 თვიანი კურსის პროგრამა შედგება 5 თვიანი სწავლა-ტრენინგისა და 2 თვიანი ციფრული პროდუქტის აწყობის მოდულისგან. ნასწავლი ტექნოლოგიის საფუძველზე სტუდენტი შექმნის პირველ სრულყოფილ ციფრულ პროდუქტს, რომელსაც დაამატებს Github პორტფოლიოში.

დამსაქმებლები დეველოპერის ნამუშევრებს დიდ ყურადღებას აქცევენ და Digital Institute-ში შექმნილი პროექტი დაგეხმარება ტექნიკურ გასაუბრებაზე უპირატესობის მოპოვებაში.

ლექტორიებს როგორი გამოცდილება აქვთ?

Digital Institute-ის გუნდში აქტიურად ვიწვევთ საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებულ (Microsoft, Tesla, Toptal) წარმატებულ ქართველ დეველოპერებს, რათა ქართველ ახალგაზრდებს კომპიუტერული მეცნიერებები თანამედროვე ევროპული სტანდარტებით ასწავლონ და გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.

არ ვიცი, რომელი კურსი შემეფერება და როგორ მოვიქცე?

ამ შემთხვევაში გირჩევთ, გაიაროთ დეტალური კონსულტაცია ჩვენს გუნდთან. პროგრამის კოორდინატორები აგიხსნიან სასწავლო მიმართულებების სპეციფიკებს და დაგეხმარებიან სწორი კურსის არჩევაში.

კურსამდე პროგრამირების საბაზისო ცოდნა აუცილებელია?

წინასწარი საბაზისო განათლება სავალდებულო არაა. 7 თვიანი კურსის სწავლის მოდული ითვალისწინებს სტუდენტების 0-დან Junior დეველოპერამდე განვითარებას.

რა ასაკისთვის არის კურსები გათვლილი?

კურსებზე ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს. რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს. წარმატებული კარიერის შესაქმნელად მთავარია მონდომება და შრომა.

კურსზე როგორ დავრეგისტრირდე?

კურსზე რეგისტრაცია პირდაპირ ჩვენი ვებგვერდიდან შეგიძლიათ. გადადით კურსების გვერდზე → აირჩიეთ სასურველი კურსი → სარეგისტრაციო ველში შეიყვანეთ თქვენი მონაცემები. თუ დამოუკიდებლად რეგისტრაცია არ გსურთ, დაგვიკავშირდით და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში

სად ტარდება ლექციები?

ლექციები ტარდება ჰიბრიდული მოდელით - სტუდენტებს ლექციებზე დასწრება შეუძლიათ როგორც დისტანციურად, ასევე ფიზიკურად. მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი #37, Axis Towers-ის ბიზნეს ცენტი, 10 სართული

ლექციების ჩანაწერი კეთდება?

დიახ, სწავლის პერიოდში ყველა ლექციის ჩანაწერთან გექნებათ მომენტალური წვდომა, რაც ლექციის გაცდენის შემთხვევაში მასალასთან დაწევაშიდაგეხმარებათ.

რა სახის ტექნიკა დამჭირდება კურსის გასავლელად?

კურსის გასავლელად დაგჭირდებათ პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი, საიდანაც შეძლებთ ლექციებზე ჩართვას და დავალებების შესრულებას.იმისათვის, რომ დავალებების შესრულების პროცესი არ შეფერხდეს, რეკომენდებულია მინიმუმ 8GB RAM მონაცემის მქონე კომპიუტერი.

ლექციებს აუცილებლად ლეპტოპით უნდა დავესწრო?

კურსის ფორმატიდან გამომდინარე სტუდენტ ყოველ ლექციაზე მოუწევს მუშაობა, შესაბამისად აუცილებელია ლექციებზე კომპიუტერით დასწრება.

რომელ კომპანიებთან თანამშრომლობთ?

Digital Institute ყოველდღიურად იძენს ახალ მეგობრებს, მათ შორისაა: Conceptdigital, Payze, Leavingstone, Redberry, GPI, Kraken, Shirnhofer და სხვა. პარტნიორი კომპანიების სრული სია იხილეთ შემდეგ ლინკზე: https://digitalinstitute.ge/biznesistvis#partners-slider

სერტიფიკატს მივიღებ?

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა ინგლისურენოვანი სერტიფიკატი

სწავლება რომელ ენაზე მიმდინარეობს?

ლექციები ტარდება ქართულ ენაზე

კურსის ბოლოს ფინალური გამოცდა გვექნება?

კურსის ბოლო 2 თვე განკუთვნილია ფინალურ პროექტზე სამუშაოდ. სტუდენტები შეფასდებიან 100 ქულიანი შკალით და შესრულებულ პროექტს Github პორტფოლი ატვირთავენ.

ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული?

გაიარე კონსულტაცია