დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ყოველდღიურად წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის მონაცემი გენერირდება, დღითიდღე იზრდება მონაცემთა მეცნიერებისა და მანქანური სწავლების კვალიფიკაციის ადამიანებზე მოთხოვნა.
მონაცემთა მეცნიერების მთავარი მიზანი ნედლი, დაუმუშავებელი, სხვადასხვა ფორმით არსებული მონაცემებისგან სასარგებლო ინფორმაციის ამოღება, ანალიზი, კანონზომიერებების აღმოჩენა და მათი სასარგებლო მიზნებით გამოყენებაა.
მანქანური სწავლება მხოლოდ სტატისტიკური მეთოდებისა და ალგორითმების ერთობლიობა კი არა, არამედ ანალიტიკური აზროვნების და სამყაროს შემეცნების ხედვაა, რომლის სწორი გამოყენების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ბიზნეს და საზოგადოებრივი ღირებულების შექმნა შეიძლება.
მონაცემთა მეცნიერება არის მულტიდისციპლინარული სფერო, რომელიც იყენებს მეცნიერულ მეთოდებს, პროცესებს, ალგორითმებსა და სისტემებს სტრუქტურირებული და არასტრუქტურირებული მონაცემებიდან შეხედულებებისა და ცოდნის გამოსატანად.
მონაცემთა მეცნიერება არის ისეთი პლატფორმების ალგორითმების ფუნდამენტი, როგორცაა, Netflix, Spotify, Amazon, ისინი აგროვებენ მომხმარებელთა ქცევის მონაცემებს და მათ საფუძველზე ქმნიან ჩვენზე მორგებულ შეთავაზებებსა და რეკომენდაციებს. Recommended for you, სწორედ მონეცმთა მეცნიერებისა და ალგორითმების ტანდემია, რომელიც ყველა ჩვენგანს ყოველდღიურად ჩვენზე მორგებულ კონტენტს გვთავაზობს.
მონაცემთა მეცნიერებას აქვს პოტენციალი, გადაჭრას სოციალური გამოწვევები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ჯანდაცვა, კლიმატის ცვლილება და განათლება. სწორედ ამიტომ, მონაცემთა მეცნიერება, როგორც პროფესია, მუდმივად მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია.
სტუდენტები კი, რომლებიც აღნიშნული პროფესიის დაუფლებას გადაწყვეტენ, მიიღებენ გამოცდილებაზე დაფუძნებულ, როგორც თეურიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას, მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ არაერთ მნიშვნელოვან, მასშტაბურ და გავლენიან პროექტებში, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში.
კურსი მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:
დასაქმების გარანტიის აღსრულება გამომდინარეობს სამი კომპონენტისგან:
1) კარიერული განვითარების 24 მოდულიანი პროგრამა
2) პარტნიორი დამსაქმებელთა ქსელი
3) პერსონალური კარიერის მენეჯერი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 24 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 24 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
მოდული 1 - ციფრული სამყაროს გაცნობა და პროფესიული შესაძლებლობები ტექ სფეროში
მოდული 2 - შესავალი კარიერის განვითარების პროგრამაში
მოდული 3 - CV - Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 4 - COVER LETTER - Harvard University Cover Letter Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 5 - LinkedIn-ის მიმოხილვა და გამართვა
მოდული 6 - Linkedin - პროფესიული კავშირების მიზნობრივად ზრდა და პასიური & აქტიური სამსახურის მოძიების ტექნიკები
მოდული 7 - ეფექტური კომუნიკაცია
მოდული 8 - ლიდერშიფი
მოდული 9 - სტრესის და დროის მენეჯმენტი, კომპანიის კომპლექსური ქეისების მაგალითები/ ჰიბრიდულად და დისტანციურად მუშაობის გამოწვევები
მოდული 10 - თვითმოტივაცია
მოდული 11 - თვითბრენდინგი - საკუთარი თავის ბრენდად ჩამოყალიბება ორგანიზაციის მიღმა
მოდული 12 - ორგანიზაციული ქცევა და ოფისის პოლიტიკა (ოფისის პოლიტიკა, გუნდური მუშაობა და ნეთვორქინგი)
მოდული 13 - რეკრუტინგის პროცესის და გასაუბრების წარმატებით წარმართვა
მოდული 14 - მასტერკლასი სტუმარი წარმატებული დეველოპერისგან
მოდული 15 - ინდივიდუალური სიმულაციური ინტერვიუ და უკუკავშირი
მოდული 16 - ინდივიდუალური Linkedin და რეზიუმეს მიმოხილვა და უკუკავშირი
მოდული 17 - მასტერკლასი სტუმარი წარმატებული ტექ კომპანიის ტექ რეკრუტერისგან
მოდული 18 - სიმულაციური შეხვედრების ჯგუფური შეჯამება
მოდული 19 - Agile and Lean მეთოდოლოგიები
მოდული 20 - მასტერკლასი სტუმარი წარმატებული აიტი დირექტორისგან
მოდული 21 - ენტერპრენუერშიპი, ტექ სტარტაპები და ბიზნეს მენეჯმენტი Y Combinator-ის პრინციპებით
მოდული 22 - დამსაქმებლებთან კომუნიკაციის პირადი პორტფოლიო (Hubspot)
მოდული 23 - უცხოეთში დასაქმების შესაძლებლობები და აპლიკაციების გადაგზავნა
მოდული 24 - შეჯამება და ინდივიდუალური კონსულტაცია
Digital Institute-ის Partnership-ების გუნდი აქტიურად ემუშავება გლობალურ ბაზარზე არსებულ დამსაქმებლებს იმისათვის, რომ დამსაქმებლებთან დამატებითი უპირატესობა მოიპოვო
დაგენიშნება პერსონალური კარიერის მენეჯერის რომელიც გემუშავება 1:1-ზე იქამდე სანამ არ დასაქმდები. გეხმარებით პოტენციურ დამსაქმებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში, აპლიკაციების გადაგზავნაში, გაცნობითი და ტექნიკური ინტერვიუებისთვის მომზადებაში და წარმატებით წარმართვაში.
კურსის დამთავრებისას, თუ 60% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში ისარგებლებ დასაქმების გარანტიით
ხოლო თუ 70% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში, ასევე ისარგებლებ კარიერული სერვისებით პირველ დამსაქმებელთან დასაქმებიდან
Digital Institute - ის კარიერული განვითარების მენეჯერები
ინოვაციური სასწავლო პრაქტიკები სწავლის პროცესის წარმატებით წასამართად და ხარისხის კონტროლისთვის შედგება რვა კომპონენტისგან:
1) ჰიბრიდული ლექციები ადგილზე Axis Towers Business Centre-ში ან დისტანციურად Zoom-ით
2) ყველა ლექციის Zoom ვიდეო და ხმოვანი ჩანაწერები მუდმვად ხელმისაწვდომი
3) ყველა ლექციის სასწავლო მატერიალები Google Clasroom-ში მუდმვად ხელმისაწვდომი
4) პირადი Teaching Assistant/ სწავლების პერსონალური ასისტენტი 24/7-ზე
5) ანგარიშვალდებულების ციკლი
6) საკომუნიკაციო პლატოფრმა თანაკურსელებისთვის
7) გამოკითხვა 2 კვირაში ერთხელ აქტიურ კომუნიკაციაში დარჩენაში