დღესდღეისობით ინტერიერის დიზაინი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესია. ინტერიერის დიზაინი გვეხმარება შევქმნათ ჯანსაღი, ესთეტიური და კომფორტული გარემო სხვადასხვა ფუნქციისა და დანიშნულების შენობებში. თუმცა, საჭიროა გვესმოდეს, რომ სივრცისთვის შესაბამისი ინტერიერის შექმნა არ არის დაკავშირებული მხოლოდ ესთეტიურად მიმზიდველი დიზაინის დაპროექტებასთან. ეს არის უნარი, შექმნა ისეთი გარემო, რომელიც ფერებით, ფაქტურებით, მასალებითა თუ მათი სწორი განაწილებით ზუსტად ასახავს დამკვეთის ინდივიდუალურობას, მის ხასიათსა და სურვილებს.
6 თვიანი კურსის განმავლობაში გაეცნობი სივრცის დაგეგმარების ძირითად საფუძვლებს, ავეჯის განაწილების წესებს, ბუნებრივი თუ ხელოვნური განათებების ტიპებსა და სივრცის სწორად აზომვის პრინციპებს. ასევე, საშუალება გექნება შეისწავლო არქიტექტურული პრგორამა არქიკადისა და 3Ds Max-ის ინტერფეისი და მათი გამოყენება, რაც დეტალური რენდერების წარმოდგენასა და შენი იდეების უკეთ ვიზუალიზაციაში დაგეხმარება.
ინტერიერის დიზაინისა და 3Ds Max-ის კურსი შექმნილია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს თანამედროვე დინამიურ ინდუსტრიაში გამოცდილი ინტერიერის დიზაინერების მზარდი მოთხოვნა. სასწავლო პროგრამა მოიცავს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ნაზავს.
ინტერიერის დიზაინისა და 3Ds Max-ის კურსის განმავლობაში ისწავლი ArchiCAD-ს, Lumion-სა და 3Ds Max-ს ნულიდან. გაიგებ, როგორ შეარჩიო ფერთა პალიტრა, განათება, ავეჯი და მასალა. მსმენელები გაეცნობიან, იმ აუცილებელ საინჟინრო საკითხებს, რაც ფუნქციური გამართულობისთვის არის საჭირო. მიიღებენ მყარ საფუძველს დიზაინის პრინციპებში და ისწავლიან როგორ გამოიყენონ ისინი ეფექტურად.
კურსის დასასრულს მსმენელები აღჭურვილი იქნებიან ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა კარიერის გასაგრძელებლად ინტერიერის დიზაინის სფეროში. ისინი შეძლებენ 2D, 3D დიზაინებისა და ფოტორეალისტური რენდერების შექმნას.
დასაქმების გარანტიის აღსრულება გამომდინარეობს სამი კომპონენტისგან:
1) კარიერული განვითარების 24 მოდულიანი პროგრამა
2) პარტნიორი დამსაქმებელთა ქსელი
3) პერსონალური კარიერის მენეჯერი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 24 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 24 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
მოდული 1 - ციფრული სამყაროს გაცნობა და პროფესიული შესაძლებლობები ტექ სფეროში
მოდული 2 - შესავალი კარიერის განვითარების პროგრამაში
მოდული 3 - CV - Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 4 - COVER LETTER - Harvard University Cover Letter Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 5 - LinkedIn-ის მიმოხილვა და გამართვა
მოდული 6 - Linkedin - პროფესიული კავშირების მიზნობრივად ზრდა და პასიური & აქტიური სამსახურის მოძიების ტექნიკები
მოდული 7 - ეფექტური კომუნიკაცია
მოდული 8 - ლიდერშიფი
მოდული 9 - სტრესის და დროის მენეჯმენტი, კომპანიის კომპლექსური ქეისების მაგალითები/ ჰიბრიდულად და დისტანციურად მუშაობის გამოწვევები
მოდული 10 - თვითმოტივაცია
მოდული 11 - თვითბრენდინგი - საკუთარი თავის ბრენდად ჩამოყალიბება ორგანიზაციის მიღმა
მოდული 12 - ორგანიზაციული ქცევა და ოფისის პოლიტიკა (ოფისის პოლიტიკა, გუნდური მუშაობა და ნეთვორქინგი)
მოდული 13 - რეკრუტინგის პროცესის და გასაუბრების წარმატებით წარმართვა
მოდული 14 - მასტერკლასი სტუმარი წარმატებული დეველოპერისგან
მოდული 15 - ინდივიდუალური სიმულაციური ინტერვიუ და უკუკავშირი
მოდული 16 - ინდივიდუალური Linkedin და რეზიუმეს მიმოხილვა და უკუკავშირი
მოდული 17 - მასტერკლასი სტუმარი წარმატებული ტექ კომპანიის ტექ რეკრუტერისგან
მოდული 18 - სიმულაციური შეხვედრების ჯგუფური შეჯამება
მოდული 19 - Agile and Lean მეთოდოლოგიები
მოდული 20 - მასტერკლასი სტუმარი წარმატებული აიტი დირექტორისგან
მოდული 21 - ენტერპრენუერშიპი, ტექ სტარტაპები და ბიზნეს მენეჯმენტი Y Combinator-ის პრინციპებით
მოდული 22 - დამსაქმებლებთან კომუნიკაციის პირადი პორტფოლიო (Hubspot)
მოდული 23 - უცხოეთში დასაქმების შესაძლებლობები და აპლიკაციების გადაგზავნა
მოდული 24 - შეჯამება და ინდივიდუალური კონსულტაცია
Digital Institute-ის Partnership-ების გუნდი აქტიურად ემუშავება გლობალურ ბაზარზე არსებულ დამსაქმებლებს იმისათვის, რომ დამსაქმებლებთან დამატებითი უპირატესობა მოიპოვო
დაგენიშნება პერსონალური კარიერის მენეჯერის რომელიც გემუშავება 1:1-ზე იქამდე სანამ არ დასაქმდები. გეხმარებით პოტენციურ დამსაქმებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში, აპლიკაციების გადაგზავნაში, გაცნობითი და ტექნიკური ინტერვიუებისთვის მომზადებაში და წარმატებით წარმართვაში.
კურსის დამთავრებისას, თუ 60% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში ისარგებლებ დასაქმების გარანტიით
ხოლო თუ 70% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში, ასევე ისარგებლებ კარიერული სერვისებით პირველ დამსაქმებელთან დასაქმებიდან
Digital Institute - ის კარიერული განვითარების მენეჯერები
ინოვაციური სასწავლო პრაქტიკები სწავლის პროცესის წარმატებით წასამართად და ხარისხის კონტროლისთვის შედგება რვა კომპონენტისგან:
1) ჰიბრიდული ლექციები ადგილზე Axis Towers Business Centre-ში ან დისტანციურად Zoom-ით
2) ყველა ლექციის Zoom ვიდეო და ხმოვანი ჩანაწერები მუდმვად ხელმისაწვდომი
3) ყველა ლექციის სასწავლო მატერიალები Google Clasroom-ში მუდმვად ხელმისაწვდომი
4) პირადი Teaching Assistant/ სწავლების პერსონალური ასისტენტი 24/7-ზე
5) ანგარიშვალდებულების ციკლი
6) საკომუნიკაციო პლატოფრმა თანაკურსელებისთვის
7) გამოკითხვა 2 კვირაში ერთხელ აქტიურ კომუნიკაციაში დარჩენაში