მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა საქართველოს დასაქმების ბაზარზე დიდი გავლენა იქონია. გაიზარდა მოთხოვნა, როგორც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანურ რესურზე, ისე ტექ რეკრუტერებზე. ეს ადამიანურ რესურსების მართვის სფეროში შედარებით ახალი მიმართულებაა, რაც დღითი დღე, უფრო და უფრო დიდი პოპულარობითა და ანზღაურებით სარგებლობს.
Tech Recruiting - ეს არის ადამიანური რესურსების მართვის სფეროში შემავალი ახალი რგოლი. ტექ რეკრუტერების მთავარი მიზანია მოიძიონ საუკეთესო ტექ ტალანტი, როგორებიც არიან: დეველოპერები, IT პროექტის მენეჯერები, UI/UX დიზაინერები და მრავალი სხვა.
Tech Recruiting-ის 3 თვიანი კურსის განმავლობაში გავივლით ადამიანური რესურსების მართვის საფუძვლებში შემავალ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიც არის - HR ადმინისტრირება, კომპენსაციის სისტემები, რეკრუტინგის პროცესები, სამუშაო აღწერილობები და ასევე განვიხილავთ შრომის კოდექსსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს. ჩავშლით და ვისწავლით როგორ ხდება ტექ რეკრუტინგის სრული პროცესის დაგეგმვა: როგორ ხდება შერჩევის საჭიროების დადგენა,სამუშაო აღწერილობის შედგენა, რეკრუტინგ არხების იდენტიფიცირება, ვადების განსაზღვრა, აპლიკანტების სქრინინგის პროცესი, ინტერვიუს დაგეგმვა და წარმართვა, აპლიკანტების შეფასება, შერჩევის გადაწყვეტილების მიღება და ონბორდინგი.
ასევე, დეტალურად განვიხილავთ ყველა იმ მეთოდსა და ხელსაწყოს, რომლებიც შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია. აგრეთვე, კურსის მსვლელობისას უშუალოდ ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე პროფესიონალების ჩართულობით შეიტყობთ ტექნიკურ პროექტში თითოეული რგოლის ღირებულებისა და მისიის შესახებ, გავეცნობით პროექტ მენეჯმენტში შემავალ პოზიციებს, პროგრამული უზრუნველყოფის, ხარისხის მართვის, მონაცემთა და DevOps ინჟინერის როლის შესახებ ინფორმაციას.
დეტალურად განვიხილავთ LinkedIn -ის საძიებო ალგორითმს, გავეცნობით მის შესაძლებლობებს, მნიშვნელობას და სწორად გამოყენებას, მათ შორის: LinkedIn-ს რეკრუტერებისთვის და დამსაქმებლებისთვის. Tech Recruiting & HR კურსი დაგეხმარება იმაში, რომ გაიგო თუ როგორ ხდება ადამიანების ონბორდინგი სამსახურში, როგორ და რა სახის წყაროებით უნდა მოვიძიოთ კანდიდატები. გეცოდინება შერჩევის პრინციპები, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ინტერვიუ. ასევე, შეიტყობ ინფორმაციას ზოგადი ტერმინებისა და ონბორდინგის პროცესის შესახებ. კურსის განმავლობაში მიიღებ ინფორმაციას უშუალოდ ტექნოლოგიურ პროექტებში მოღვაწე რგოლების შესახებ, გაეცნობი პროექტ მენეჯმენტში შემავალ პოზიციებს, ხარისხის მართვის, პროგრამული უზრუნველყოფის, მონაცემთა და DevOps ინჟინერის როლს.
კურსი ორიენტირებულია Project Based სწავლებაზე, შესაბამისად, ლექციებიმაქსიმალურად იქნება დატვირთული პრაქტიკული სამუშაოებით, დავალებებითა დაworkshop-ებით. გვექნება სიმულაციური ინტერვიუები და თქვენს მიერ შემუშავებულირეკრუტინგ სტრატეგიის წარდგენა.
კურსის განმავლობაში, აგრეთვე, შევისწავლით როგორ ხდება რეკრუტინგი საერთაშორისო კომპანიებში, ასევე გაგაცნობთ როგორ ხდება დამსაქმებლის ბრენდინგი სოციალური პლატფორმების მეშვეობით. იმისათვის, რომ კარგი ტექ რეკრუტერი იყო, საჭიროა ადამიანური რესურსების მართვის საფუძვლების ცოდნაც, კურსის განმავლობაში ისწავლი შრომის კოდექსს, Applicant tracking system-ებს, კანდიდატებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და ყველა იმ ფაზას, რომელიც დაგეხმარება 3 თვეში Junior Tech Recruiter-ად ჩამოყალიბებაში.
ლექციები იქნება დატვირთული დავალებებით, პრაქტიკული სავარჯიშოებით და ვორქშოპებით, ხოლო კურსის ბოლოს გვექნება სიმულაციური ინტერვიუები და თქვენს მიერ შემუშავებული რეკრუტინგ სტრატეგიის წარდგენა. კურსის განმავლობაში, აგრეთვე შევისწავლით, როგორ ხდება რეკრუტინგი საერთაშორისო კომპანიებში, ასევე გაგაცნობთ როგორ ხდება დამსაქმებლის ბრენდინგი სოციალური პლატფორმების მეშვეობით.
ყველა სტუდენტი, სწავლის პარალელურად, გაივლის კარიერის განვითარების პროგრამას, რომელიც შედგენილია უცხოელი პროფესიონალების მიერ, რომლებსაც ნამუშევარი აქვთ Goldman Sachs London IBS Group ში, McKinsey London Digital-ში, IBM-ის Digital გუნდში, Y Combinator-ის წევრ ტექ კომპანიებში. ხსენებული პროგრამადაგეხმარებათ არამარტო უცხოეთში, არამედ საქართველოს ბაზარზე დასაქმებაშიც.
კურსის საბოლოო პროექტის სახით, სტუდენტებს მოუწევთ რეკრუტინგის სტრატეგიის წარდგენა, პირველ რიგში, დაწერენ სამუშაო აღწერილობას (JD), შემდეგ თავად მოიფიქრებენ გეგმას, თუ რომელი პლატფორმით უნდა მოიძიონ კანდიდატი, შექმნან კანდიდატთა ბაზა და, საბოლოოდ, ჩაატარონ Mock Interview (სიმულაციური ინტერვიუ) ერთმანეთთან.
დასაქმების გარანტიის აღსრულება გამომდინარეობს სამი კომპონენტისგან:
1) კარიერული განვითარების 12 მოდულიანი პროგრამა
2) პარტნიორი დამსაქმებელთა ქსელი
3) პერსონალური კარიერის მენეჯერი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 12 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 24 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
მოდული 1 - ციფრული სამყაროს გაცნობა და პროფესიული შესაძლებლობები ტექ სფეროში
მოდული 2 - CV - Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 3 - COVER LETTER - Harvard University Cover Letter Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 4 - LinkedIn-ის მიმოხილვა და პროფილის გამართვა
მოდული 5 - ეფექტური კომუნიკაცია
მოდული 6 - ლიდერშიფი/Leadership
მოდული 7 - სტრესის და დროის მენეჯმენტი, კომპანიის კომპლექსური ქეისების მაგალითები/ ჰიბრიდულად და დისტანციურად მუშაობის გამოწვევები
მოდული 8 - თვითმოტივაცია
მოდული 9 - თვითბრენდინგი - საკუთარი თავის ბრენდად ჩამოყალიბება ორგანიზაციის მიღმა
მოდული 10 - ორგანიზაციული ქცევა და ოფისის პოლიტიკა (ოფისის პოლიტიკა, გუნდური მუშაობა და ნეთვორქინგი)
მოდული 11 - ინდივიდუალური Linkedin და რეზიუმეს მიმოხილვა და უკუკავშირი
მოდული 12 - დამსაქმებლებთან კომუნიკაციის პირადი პორტფოლიო (Hubspot)
Digital Institute-ის Partnership-ების გუნდი აქტიურად ემუშავება გლობალურ ბაზარზე არსებულ დამსაქმებლებს იმისათვის, რომ დამსაქმებლებთან დამატებითი უპირატესობა მოიპოვო
დაგენიშნება პერსონალური კარიერის მენეჯერის რომელიც გემუშავება 1:1-ზე იქამდე სანამ არ დასაქმდები. გეხმარებით პოტენციურ დამსაქმებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში, აპლიკაციების გადაგზავნაში, გაცნობითი და ტექნიკური ინტერვიუებისთვის მომზადებაში და წარმატებით წარმართვაში.
კურსის დამთავრებისას, თუ 60% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში ისარგებლებ დასაქმების გარანტიით
ხოლო თუ 70% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში, ასევე ისარგებლებ კარიერული სერვისებით პირველ დამსაქმებელთან დასაქმებიდან
Digital Institute - ის კარიერული განვითარების მენეჯერები
ინოვაციური სასწავლო პრაქტიკები სწავლის პროცესის წარმატებით წასამართად და ხარისხის კონტროლისთვის შედგება რვა კომპონენტისგან:
1) ჰიბრიდული ლექციები ადგილზე Axis Towers Business Centre-ში ან დისტანციურად Zoom-ით
2) ყველა ლექციის Zoom ვიდეო და ხმოვანი ჩანაწერები მუდმვად ხელმისაწვდომი
3) ყველა ლექციის სასწავლო მატერიალები Google Clasroom-ში მუდმვად ხელმისაწვდომი
4) პირადი Teaching Assistant/ სწავლების პერსონალური ასისტენტი 24/7-ზე
5) ანგარიშვალდებულების ციკლი
6) საკომუნიკაციო პლატოფრმა თანაკურსელებისთვის
7) გამოკითხვა 2 კვირაში ერთხელ აქტიურ კომუნიკაციაში დარჩენაში