პროექტის მართვა უკანასკნელ წლებში ერთი რიგითი მიმზიდველი მიდგომიდან, რომლის გამოყენებაც შეეძლოთ ორგანიზაციებს, იქცა მნიშვნელოვან ბიზნეს-პროცესად, რომელიც აუცილებელია ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობისთვის. სწრაფად ცვალებადი გარემო და მძაფრი კონკურენცია აიძულებს ორგანიზაციებს სწრაფად მოერგონ ცვლილებებს და დახვეწონ მართვის სისტემები. პროექტის მართვა მათ სწორედ ამ მიზნების მიღწევაში ეხმარება.
პროექტის მენეჯმენტი არის კრიტიკული დისციპლინა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზაციების მდგრადობას პროექტების ეფექტური წარმართვისთვის. ის უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ მიდგომას პროექტის შესრულების სირთულეების ნავიგაციისთვის და ეხმარება ორგანიზაციებს ადაპტირდნენ მუდმივად ცვალებად ბიზნეს გარემოსთან.
პროექტის მენეჯმენტი მიზნად ისახავს იდეების რეალობად ქცევას. ყოველი პროექტი გადის სასიცოცხლო ციკლს, დაწყებული ინიცირებით, სადაც ჩვენ განვსაზღვრავთ მიზნებს, მოცულობას და მიზანშეწონილობას. შემდეგ მოდის დაგეგმვა, შესრულება, მონიტორინგი და კონტროლი და ბოლოს, დახურვის ეტაპი.
კურსის ფარგლებში მოხდება პროექტის მართვის მნიშვნელობის, საჭიროების და ძირითადი ტექნიკების გაცნობა სტუდენტებისთვის თანამედროვე და პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით. განვიხილავთ პროექტების მართვის საერთაშორისო პრაქტიკებსა და მეთოდოლოგიებს, ვიმუშავებთ, როგორც ტექნიკური, ასევე პიროვნული (soft) უნარების განვითარებაზე, რაც პროექტზე მომუშავე გუნდის ეფექტიანობასა და პროდუქტიულობას გაზრდის. სალექციო კურსის დასრულების შემდგომ კი სტუდენტები დამოუკიდებლად შეძლებენ პროექტების განხორციელებას და აღნიშნულის მართვის პროცესში წარმოშობილი გამოწვევების გადალახვას.კურსის მიზანია, სტუდენტებისთვის პროექტების მართვის საერთაშორისო პრაქტიკების და მეთოდოლოგიის გაზიარება, რაც საშაულებას მისცემთ მათ გახდნენ უკეთესი მენეჯერები და პროექტის მართვის დროს შეამცირონ ცდომილება ბიუჯეტსა და დროში.
ამავდროულად,სტუდენტებს განუვითარდეთ როგორც ტექნიკური, ასევე პიროვნული (soft) უნარები, რაც პროექტის გუნდის ეფექტიანობასა და პროდუქტიულობას გაზრდის.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ შენ შეგეძლება:
დასაქმების გარანტიის აღსრულება გამომდინარეობს სამი კომპონენტისგან:
1) კარიერული განვითარების 8 მოდულიანი პროგრამა
2) პარტნიორი დამსაქმებელთა ქსელი
3) პერსონალური კარიერის მენეჯერი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 8 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 8 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
მოდული 1 - ციფრული სამყაროს გაცნობა და პროფესიული შესაძლებლობები ტექ სფეროში
მოდული 2 - CV - Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 3 - COVER LETTER - Harvard University Cover Letter Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 4 - LinkedIn-ის მიმოხილვა და პროფილის გამართვა
მოდული 5 - ეფექტური კომუნიკაცია
მოდული 6 - თვითბრენდინგი - საკუთარი თავის ბრენდად ჩამოყალიბება ორგანიზაციის მიღმა
მოდული 7 - ორგანიზაციული ქცევა და ოფისის პოლიტიკა (ოფისის პოლიტიკა, გუნდური მუშაობა და ნეთვორქინგი)
მოდული 8 - ინდივიდუალური Linkedin და რეზიუმეს მიმოხილვა და უკუკავშირი
Digital Institute-ის Partnership-ების გუნდი აქტიურად ემუშავება გლობალურ ბაზარზე არსებულ დამსაქმებლებს იმისათვის, რომ დამსაქმებლებთან დამატებითი უპირატესობა მოიპოვო
დაგენიშნება პერსონალური კარიერის მენეჯერის რომელიც გემუშავება 1:1-ზე იქამდე სანამ არ დასაქმდები. გეხმარებით პოტენციურ დამსაქმებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში, აპლიკაციების გადაგზავნაში, გაცნობითი და ტექნიკური ინტერვიუებისთვის მომზადებაში და წარმატებით წარმართვაში.
კურსის დამთავრებისას, თუ 60% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში ისარგებლებ დასაქმების გარანტიით
ხოლო თუ 70% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში, ასევე ისარგებლებ კარიერული სერვისებით პირველ დამსაქმებელთან დასაქმებიდან
Digital Institute - ის კარიერული განვითარების მენეჯერები
ინოვაციური სასწავლო პრაქტიკები სწავლის პროცესის წარმატებით წასამართად და ხარისხის კონტროლისთვის შედგება რვა კომპონენტისგან:
1) ჰიბრიდული ლექციები ადგილზე Axis Towers Business Centre-ში ან დისტანციურად Zoom-ით
2) ყველა ლექციის Zoom ვიდეო და ხმოვანი ჩანაწერები მუდმვად ხელმისაწვდომი
3) ყველა ლექციის სასწავლო მატერიალები Google Clasroom-ში მუდმვად ხელმისაწვდომი
4) პირადი Teaching Assistant/ სწავლების პერსონალური ასისტენტი 24/7-ზე
5) ანგარიშვალდებულების ციკლი
6) საკომუნიკაციო პლატოფრმა თანაკურსელებისთვის
7) გამოკითხვა 2 კვირაში ერთხელ აქტიურ კომუნიკაციაში დარჩენაში