ყველა კომპანიას სურს, რომ ციფრული პროდუქტი, რომელსაც ისინი ბაზარზე უშვებენ იყოს წარმატებული, ამისთივს კი პროდუქტი უნდა ხარისხიანი იყოს. მეორე მხრივ ყველა მომხმარებელს სურს, რომ პროდუქტი, რომელსაც ისინი მოიხმარენ შეესაბამებოდეს მათ გარკვეულ მოთხოვნებს და ხარვეზების გარეშე მუშაობდეს. სწორად ამის გამო, არის ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიცია დღეს-დღეობით ასეთი მოთხოვნადი.
ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ამოწმებს, რომ სანამ პროდუქტი მომხმარებლამდე მივა, ის შეესაბამება გარკვეული ხარისხის სტანდარტებს. სწორედ ამ პროფესიის დაუფლებას დაეთმობა მთლიანი 3 თვიანი კურსი.
კურსის მიზანია, მოამზადოს დამწყები ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინრები და მისცეს მათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება, რაც ამ პროფესიას სჭირდება.
კურსი მთლიანად შედგება პრაქტიკული სწავლებისგან, რომლის განმავლობაში სტუდენტს საშუალება ექნება შეისწავლოს რა პროცესებთანაა დაკავშირებული ხარისხის უზრუნველყოფა და ტესტირება, როგორ იმუშაოს დოკუმენტაციასთან, შეადგინოს ტესტ ქეისები, რა კუთხით უნდა შეხედოს პროდუქტს სანამ ტესტირებას დაიწყებს და ასევე როგორ გამოიყენოს ყველა ტესტირებისთვის საჭირო ხელსაწყო. ამასთანავე, კურსი ნაწილობრივ ეხება ტესტირების ავტომატიზაციის საკითხს, რომელიც წინასწარ პროგრამირების ცოდნას არ საჭიროებს.
კურსის განმავლობაში, რამდენიმე შეხვედრა დაეთმობა პროგრამული ენის, Python-ის, იმ მინიმალური საკითხების შესწავლას, რომლებიც მარტივი ტესტ ქეისების ავტომატიზაციის საშუალებას მოგვცემს. ამას ორი მიზანი აქვს:
რაც მთავარია, სტუდენტს ექნება საშუალება ნებისმიერ მომენტში პასუხი მიიღოს ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც ხარისხის უზრუნველყოფასა და ტესტირებასთანაა დაკავშირებული, ადამიანისგან, რომელიც დიდიხანია ამ სფეროში მუშაობს. ასევე მიიღებს რეკომენდაციებს კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით: რას მიაქციოს ყურადღება, როგორ და რა შეისწავლოს, რომ შემდეგ კარიერულ ნაბიჯზე გადავიდეს და რაც მთავარია რა შეცდომებს აარიდოს თავი.
სასწავლო პროცესი მთავრდება პროექტით, რომელიც შეაჯამებს ყველა საკითხს, რომელიც სტუდენტმა კურსის განმავლობაში შეისწავლა.
დასაქმების გარანტიის აღსრულება გამომდინარეობს სამი კომპონენტისგან:
1) კარიერული განვითარების 8 მოდულიანი პროგრამა
2) პარტნიორი დამსაქმებელთა ქსელი
3) პერსონალური კარიერის მენეჯერი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 8 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 8 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
მოდული 1 - ციფრული სამყაროს გაცნობა და პროფესიული შესაძლებლობები ტექ სფეროში
მოდული 2 - CV - Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 3 - COVER LETTER - Harvard University Cover Letter Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 4 - LinkedIn-ის მიმოხილვა და პროფილის გამართვა
მოდული 5 - ეფექტური კომუნიკაცია
მოდული 6 - თვითბრენდინგი - საკუთარი თავის ბრენდად ჩამოყალიბება ორგანიზაციის მიღმა
მოდული 7 - ორგანიზაციული ქცევა და ოფისის პოლიტიკა (ოფისის პოლიტიკა, გუნდური მუშაობა და ნეთვორქინგი)
მოდული 8 - ინდივიდუალური Linkedin და რეზიუმეს მიმოხილვა და უკუკავშირი
Digital Institute-ის Partnership-ების გუნდი აქტიურად ემუშავება გლობალურ ბაზარზე არსებულ დამსაქმებლებს იმისათვის, რომ დამსაქმებლებთან დამატებითი უპირატესობა მოიპოვო
დაგენიშნება პერსონალური კარიერის მენეჯერის რომელიც გემუშავება 1:1-ზე იქამდე სანამ არ დასაქმდები. გეხმარებით პოტენციურ დამსაქმებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში, აპლიკაციების გადაგზავნაში, გაცნობითი და ტექნიკური ინტერვიუებისთვის მომზადებაში და წარმატებით წარმართვაში.
კურსის დამთავრებისას, თუ 60% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში ისარგებლებ დასაქმების გარანტიით
ხოლო თუ 70% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში, ასევე ისარგებლებ კარიერული სერვისებით პირველ დამსაქმებელთან დასაქმებიდან
Digital Institute - ის კარიერული განვითარების მენეჯერები
ინოვაციური სასწავლო პრაქტიკები სწავლის პროცესის წარმატებით წასამართად და ხარისხის კონტროლისთვის შედგება რვა კომპონენტისგან:
1) ჰიბრიდული ლექციები ადგილზე Axis Towers Business Centre-ში ან დისტანციურად Zoom-ით
2) ყველა ლექციის Zoom ვიდეო და ხმოვანი ჩანაწერები მუდმვად ხელმისაწვდომი
3) ყველა ლექციის სასწავლო მატერიალები Google Clasroom-ში მუდმვად ხელმისაწვდომი
4) პირადი Teaching Assistant/ სწავლების პერსონალური ასისტენტი 24/7-ზე
5) ანგარიშვალდებულების ციკლი
6) საკომუნიკაციო პლატოფრმა თანაკურსელებისთვის
7) გამოკითხვა 2 კვირაში ერთხელ აქტიურ კომუნიკაციაში დარჩენაში