თანამედროვე ციფრულ, მრავალპროფილურ სამყაროში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიონალს, რომელიც ორიენტირებულია არამარტო ერთ კონკრეტულ Software - ზე, არამედ მის გარშემო არსებულ ყველა ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფას ფლობს. სწორედ ამიტომ Digital Institute -მა გადაწყვიტა შეექმნა ისეთი კურსი, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემდა შეესწავლათ ორი, ერთმანეთზე მჭიდროდ დამოკიდებული სფერო, ვიდეო მონტაჟი და მოუშენ დიზაინი. ამ ყოველივეს მიზეზი კი გახდა ის, რომ თანამედროვე, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე დიდი უპირატესობა ენიჭება ვიდეო მემონტაჟეს, რომელსაც აქვს მოუშენ დიზაინერის უნარები და შეუძლია მის მიერ დამონტაჟებულ ვიდეო მასალას, საინტერესო, ვიზუალურად დახვეწილი და ინფორმაციით დატვირთული მოძრავი გრაფიკული ჩანართები შემატოს. თუმც მანამ სანამ უფრო სიღრმისეულ განხილვაზე გადავალთ, გავარკვიოთ სხვაობა ამ ორ პროფესიას შორის.
ვინ არის ვიდეო მემონტაჟე ? ეს არის ადამიანი, რომელიც ამბავს კადრების საშუალებით გვიყვება. ვინ არის მოუშენ დიზაინერი ? ეს არის ადამიანი, რომლიც გრაფიკული ჩანართების ამოძრავების საშუალებით გადმოგვცემს ინფორმაციას, თუმცა ამ ორ პროფესიას აქვს ძალიან დიდი საერთო აქვს, ეს არის ინფორმაციის მარტივად გადმოცემის მხატვრულ-ტექნოლოგიური ხერხი,რომელიც იყენებს ვიზუალურ - აუდიალური სინქრონიზაციის მეთოდს და ნებისმიერი - პროდუქტის, სერვისისა თუ ინფრმატიულ კონტენტში არსებული ინფორმაციის აღქმას ამარტივებს
აღსანიშნავია, რომ სწორედ დირექციულ - ვიზუალური კავშირის საფუძველზე, ჩნდება სხვადასხვა პროდუქტსა თუ სერვისზე მოთხოვნა და რა თქმა უნდა პირველ ვიზუალურ ეფექტს, განსაკუთრებით მარკეტინგული კუთხით დიდი დატვირთვა ენიჭება, რომლის ერთ-ერთი მოდერნისტული ხერხი, თუ როგორ მოვახდინოთ პირველი პოზიტიური ეფექტი, არის ვიდეო მონტაჟი და მოუშენ დიზაინი
კურსის მიზანია ვიდეო მონტაჟის და მოუშენ დიზაინის საფუძვლების შესწავლა სწორი თემატური მიმდევრობით, კადრების იდეური მონტაჟის და ანიმაციის ანალიზის უნარის გამომუშავება და როგორ ტექნიკური, ასევე მხატვრულ-იდეური დახვეწა.
კურსი შედგება 16 ლექციისაგან, რომელიც მოიცავს 4 Adobe – ის software-თან ურთიერთობას. ეს არის Adobe Premiere Pro, Adobe After Effects , Adobe Photoshop და Adobe Illustrator. საბაზისო სწავლის პროცესში მოცემულ 4 software-თან შეხება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ტექნიკური ცოდნის უნარებს, რომლის მეშვეობითაც მემონტაჟე-მოუშენ დიზაინერი თავისუფლად შეძლებს ადაპტაციას ყველა შესაძლო დავალებასთან.
კურსის მიმდინარეობისას სტუდენტების შეისწავლიან, ვიდეო მონტაჟის და მოუშენ დიზაინის შექსამნელად არსებულ ყველა კრიტიკულ კომპონენტს, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტს საბოლოო ჯამში შექმნას სრულყოფილი ვიდეო პროდუქტი
კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც არ ჰქონია თეორიულ-პრაქტიკული შეხება ვიდეო მონტაჟთან და მოუშენ დიზაინთან და მისი შესწავლა ნულიდან სურს და მათთვის ვისაც აქვს გარკვეული სახის თეორიულ-პრაქტიკული ინფორმაცია ვიდეო მონტაჟზე და მოუშენ დიზაინზე და სურს არსებული უნარების დახვეწა
სტუდენტი შეფასდება ლექციასთან შესაბამისი თემატური პრაქტიკული დავალების საფუძველზე. დავალებაში შეფასები ქულა არ იწერება, იწერება მხოლოდ ჩათვლა ან არ ჩათვლა. დავალება შეფასდება როგორც ზეპირსიტყვიერი ასევე წერილობითი ფორმით, მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე. არ ჩათვლის შემთხვევაში რა თქმა უნდა გექნებათ არ ჩათვლილი დავალების გამოსწორების საშუალება უახლოეს ერთ კვირაში.
ფინალური პროექტის არის განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა, საშინაო დავალებებთან ერთად.
ფინალურ პროექტზე სამუშაოდ კურსის დასრულებიდან მოგეცემათ 7 დღის ვადა
ინოვაციური სასწავლო პრაქტიკები სწავლის პროცესის წარმატებით წასამართად და ხარისხის კონტროლისთვის შედგება რვა კომპონენტისგან:
1) ჰიბრიდული ლექციები ადგილზე Axis Towers Business Centre-ში ან დისტანციურად Zoom-ით
2) ყველა ლექციის Zoom ვიდეო და ხმოვანი ჩანაწერები მუდმვად ხელმისაწვდომი
3) ყველა ლექციის სასწავლო მატერიალები Google Clasroom-ში მუდმვად ხელმისაწვდომი
4) პირადი Teaching Assistant/ სწავლების პერსონალური ასისტენტი 24/7-ზე
5) ანგარიშვალდებულების ციკლი
6) საკომუნიკაციო პლატოფრმა თანაკურსელებისთვის
7) გამოკითხვა 2 კვირაში ერთხელ აქტიურ კომუნიკაციაში დარჩენაში
დასაქმების გარანტიის აღსრულება გამომდინარეობს სამი კომპონენტისგან:
1) კარიერული განვითარების 8 მოდულიანი პროგრამა
2) პარტნიორი დამსაქმებელთა ქსელი
3) პერსონალური კარიერის მენეჯერი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 8 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 8 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
მოდული 1 - ციფრული სამყაროს გაცნობა და პროფესიული შესაძლებლობები ტექ სფეროში
მოდული 2 - CV - Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 3 - COVER LETTER - Harvard University Cover Letter Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 4 - LinkedIn-ის მიმოხილვა და პროფილის გამართვა
მოდული 5 - ეფექტური კომუნიკაცია
მოდული 6 - თვითბრენდინგი - საკუთარი თავის ბრენდად ჩამოყალიბება ორგანიზაციის მიღმა
მოდული 7 - ორგანიზაციული ქცევა და ოფისის პოლიტიკა (ოფისის პოლიტიკა, გუნდური მუშაობა და ნეთვორქინგი)
მოდული 8 - ინდივიდუალური Linkedin და რეზიუმეს მიმოხილვა და უკუკავშირი
Digital Institute-ის Partnership-ების გუნდი აქტიურად ემუშავება გლობალურ ბაზარზე არსებულ დამსაქმებლებს იმისათვის, რომ დამსაქმებლებთან დამატებითი უპირატესობა მოიპოვო
დაგენიშნება პერსონალური კარიერის მენეჯერის რომელიც გემუშავება 1:1-ზე იქამდე სანამ არ დასაქმდები. გეხმარებით პოტენციურ დამსაქმებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში, აპლიკაციების გადაგზავნაში, გაცნობითი და ტექნიკური ინტერვიუებისთვის მომზადებაში და წარმატებით წარმართვაში.
კურსის დამთავრებისას, თუ 60% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში ისარგებლებ დასაქმების გარანტიით
ხოლო თუ 70% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში, ასევე ისარგებლებ კარიერული სერვისებით პირველ დამსაქმებელთან დასაქმებიდან
Digital Institute - ის კარიერული განვითარების მენეჯერები