ბიზნესების 77% იყენებს სოციალურ ქსელებს მომხმარებელთან დასაკავშირებლად. ამის მიზეზი ისაა, რომ სწორი სოციალური მედია სტრატეგია ზრდის ბრენდის ცნობადობასა და გაყიდვებს.
გასული წლის მონაცემებით 5 მილიარდამდე ადამიანი იყენებს სოციალურ ქსელებს და დღეში საშუალოდ 145 წუთს უთმობს მათ. მომხმარებელი პირველად ბრენდს ძირითადად სხვადასხვა სოციალურ ქსელში ეცნობა, ამიტომ მნიშვნელოვანია ის ზუსტად ასახავდეს მის კონცეფციასა და მთავარ ღირებულებებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კომპანიის ფორმირებისა თუ განვითარების პროცესში დიდ როლს ასრულებს სოციალური მედიის სტრატეგია.
Social Media Management-ის 2 თვიანი კურსის ფარგლებში გავეცნობით ყველა იმ საკითხს, რაც სოციალური მედია მეჯემენტის სწორად ფორმირებისთვის არის აუცილებელი. კერძოდ, ეფექტური სტრატეგიების დასახვას, კონტენტის გეგმის გაწერას სხვადასხვა პლატფორმის ჭრილში, ციფრულ არხებში კამპანიების წარმოებასა და რეპორტინგს. იმისათვის, რომ კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ პლატფორმას სტუდენტი კარგად იცნობდეს, მათ ალგორითმსა და სპეციფიკას განვიხილავთ ცალ-ცალკე, ისევე როგორც Ads Manager-ში შემავალ ყველა Objective-ს.
სასწავლო კურსის მიზანია კურსდამთავრებულებს შეუქმნას საფუძვლიანი ცოდნა სოციალური მედია მენეჯმენტის ფარგლებში, რათა შემდგომ შეძლონ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი კომპანიებისთვის სტრატეგიის და კონტენტის გეგმის მორგება, მისი აღსრულება და წარმატებული კამპანიების წარმოება ციფრულ არხებში, რომელსაც თავადვე გაზომავს სწორი რეპორტინგის საშუალებით.
კურსი ორიენტირებულია, როგორც საქართველოს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზე, ასევე საერთაშორისო პრაქტიკებზე და საშუალებას აძლევს სტუდენტებს გახდნენ ყველასთვის სასურველი თანამშრომელი აღნიშნულ პოზიციაზე.
განვიხილავთ თუ რა შესაძლებლობებს გვაძლევს თითოეული პლატფორმა, რატომ გვივარდება კონკურეტული რეკლამა თუ პოსტი და როგორ არის მოწყობილი პლატფორმების ალგორითმი.
ასევე, ვისწავლით სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასა და მათზე მორგებული კონტენტ გეგმის შედგენას. Buyer Persona-ს შექმნასა და მის მაგალითზე განხილული მომხმარებლის ქცევასა და ინტერაქციას კონტენტთან.
გავიგებთ, როგორ შევქმნათ TOV (Tone of voice) ნებისმიერი ტიპის კომპანიისთვის, როგორ ვწეროთ მარტივად და სწრაფად და შევაფასოთ ნებისმიერი კომპანიის საკომუნიკაციო ენა.
სტრატეგიის დოკუმენტის შექმნა: კონკურენტების ანალიზი, საკომუნიკაციო ენა, კონტენტ ლაინების მოფიქრება და შედგენა, პრეზენტაციის აწყობა დამკვეთისთვის და ეფექტურად წარდგენის ტექნიკები.
კონტენტის გადაღების იდეების მოძიება, დაგეგმვა და აღსრულება.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ თამამად შეძლებ დაიწყო კარიერა სარეკლამო ინდუსტრიაში ან ნებისმიერი ტიპის კომპანიაში და პარალელურად შეძლებ იმუშაო ფრილანს პროექტებზე.
2 თვიანი კურსის დასრულების შემდგომ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს. სრული კურსის მსვლელობის ნახევარი დაეთმობა სოც მედია მენეჯმენტის პლატფორმების პრაქტიკული დავალებებს. რის მეშვეობითაც თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში განამტკიცებთ, მოემზადებით რეალურ ქეისებზე სამუშაოდ, შექმნით პორტფოლიოს, რასაც წარუდგენთ დამსაქმებელს. შედეგად, თქვენ შეძლებთ დასაქმდეთ ან დაიწყოთ Freelance კარიერა.
სოციალური მედია მარკეტერი
კრეატიული გუნდის წევრი
მარკეტერი
ინოვაციური სასწავლო პრაქტიკები სწავლის პროცესის წარმატებით წასამართად და ხარისხის კონტროლისთვის შედგება რვა კომპონენტისგან:
1) ჰიბრიდული ლექციები ადგილზე Axis Towers Business Centre-ში ან დისტანციურად Zoom-ით
2) ყველა ლექციის Zoom ვიდეო და ხმოვანი ჩანაწერები მუდმვად ხელმისაწვდომი
3) ყველა ლექციის სასწავლო მატერიალები Google Clasroom-ში მუდმვად ხელმისაწვდომი
4) პირადი Teaching Assistant/ სწავლების პერსონალური ასისტენტი 24/7-ზე
5) ანგარიშვალდებულების ციკლი
6) საკომუნიკაციო პლატოფრმა თანაკურსელებისთვის
7) გამოკითხვა 2 კვირაში ერთხელ აქტიურ კომუნიკაციაში დარჩენაში
დასაქმების გარანტიის აღსრულება გამომდინარეობს სამი კომპონენტისგან:
1) კარიერული განვითარების 8 მოდულიანი პროგრამა
2) პარტნიორი დამსაქმებელთა ქსელი
3) პერსონალური კარიერის მენეჯერი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 8 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
სწავლის პარალელურად გაივლი კარიერული განვითარების 8 მოდულს რომელიც დაგეხმარება რაც დასაქმებისთვის და შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ტექნიკებს და უნარებს შეგასწავლის. ეს საშუალებას მოგცემს წარმატებით გაიარო ნებისმიერი ტექნიკური და გაცნობითი გასაუბრება და შეისწავლო ზოგადად ტექ ინდუსტრიის დასაქმების როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური ბაზარი.
მოდული 1 - ციფრული სამყაროს გაცნობა და პროფესიული შესაძლებლობები ტექ სფეროში
მოდული 2 - CV - Harvard University Resume Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 3 - COVER LETTER - Harvard University Cover Letter Guideline-ის სტანდარტების დაცვით
მოდული 4 - LinkedIn-ის მიმოხილვა და პროფილის გამართვა
მოდული 5 - ეფექტური კომუნიკაცია
მოდული 6 - თვითბრენდინგი - საკუთარი თავის ბრენდად ჩამოყალიბება ორგანიზაციის მიღმა
მოდული 7 - ორგანიზაციული ქცევა და ოფისის პოლიტიკა (ოფისის პოლიტიკა, გუნდური მუშაობა და ნეთვორქინგი)
მოდული 8 - ინდივიდუალური Linkedin და რეზიუმეს მიმოხილვა და უკუკავშირი
Digital Institute-ის Partnership-ების გუნდი აქტიურად ემუშავება გლობალურ ბაზარზე არსებულ დამსაქმებლებს იმისათვის, რომ დამსაქმებლებთან დამატებითი უპირატესობა მოიპოვო
დაგენიშნება პერსონალური კარიერის მენეჯერის რომელიც გემუშავება 1:1-ზე იქამდე სანამ არ დასაქმდები. გეხმარებით პოტენციურ დამსაქმებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში, აპლიკაციების გადაგზავნაში, გაცნობითი და ტექნიკური ინტერვიუებისთვის მომზადებაში და წარმატებით წარმართვაში.
კურსის დამთავრებისას, თუ 60% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში ისარგებლებ დასაქმების გარანტიით
ხოლო თუ 70% - ს ან მეტს მიიღებ ფინალურ გამოცდაში, ასევე ისარგებლებ კარიერული სერვისებით პირველ დამსაქმებელთან დასაქმებიდან
Digital Institute - ის კარიერული განვითარების მენეჯერები