კურსის მიზანია პირველი ნაბიჯების გამარტივება გრაფიკულ დიზაინში - ეს კურსი შედგება 16 ლექციისგან. პირველი 9 ლექცია დაეთმობა Adobe Photoshop-ის საწყისი და მნიშვნელოვანი ელემენტების სწავლას, ხოლო დარჩენილი 7 ლექციის პერიოდში სტუდენტები Adobe Illustrator-ს გაეცნობიან. ტექნიკურ მხარესთან ერთად, ასევე ვისაუბრებთ თეორიულ ნაწილზეც, გაგიზიარებთ მარტივ ხერხებს, როგორც Adobe პროგრამებში, ასევე კარიერულ ნაბიჯებში.